თურქული პრესა 29.09.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

816720
თურქული პრესა 29.09.2017

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ანკარაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისმა თურქმა კოლეგამ ერდოღანმა მიიღო  და აქტუალური რეგიონალური საკითხების განხილვის დროს მათი პოზიციები დაემთხვა ერაყისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. მათვე აღნიშნეს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ქურთულმა მმართველობამ უფრო დიდი შეცდომა არ დაუშვას

Haber Türk-ი წერს, რომ პრემიერმინისტრმა ბინალი ილდრიმმმა ერაყელი ქურთების რეფერენდუმის შეფასებისას განაცხადა: “თუ  ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზღვრებს, ან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, თუნდაც ჩვენი საზღვრების ფარგლების გარედან რაიმე საფრთხე შეექმნება, მაშინ, ჩვენ ყველაზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ და საკადრის პასუხს გავცემთ მათ“

Star-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ქურთული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ას წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ოპერაციების დროს არც ერთი ჯარისკაცი შეჰიდი არ გამხდარა, რაც ქურთ სეპარატისტებს აგონიაში აგდებთ. “ქურთი ტერორისტების სტრატეგია და ტაქტიკა ისე დაეცა, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამ ტერ ორგანიზზაციაში გაწევრიანება ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა“, ხაზგასმით განაცხადა მინისტრმა, წერს სტარი

Yeni Şafak-ი ეკონომიკურ განყოფილებაში იტყობინება, რომ ანკარა ეროვნული სარეიტინგო სააგენტოს შექმნას აპირებს  და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა. ასე რომ, ახალი საშუალო ვადიანი პროგრამის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, ჯერ სარეიტინგო შეფასებასთან დაკავშირებით და მონაცემთა ბაზის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალური რისკების რეგისტრატორ სტრუქტურას შექმნის, ხოლო ამის შემდეგ კი ეროვნული რეიტინგის სააგენტოს შექმნის მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყება, იტყობინება იენი შაფაკი

“კონიასპორმა პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი სპორტულ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: უეფას ევროლიგის თასის ი ჯგუფში მოთამაშე თურქულმა კლუბმა ატიკერ კონიასპორმა ჯგუფის თამაშებში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ კლუბმა გუშინ საღამოს პორტუგალიის ვიტორია გუიმარესს უმასპინძლა და იგი 2:1 დაამარცხა რა, ამით თურქულმა კლუბმა ევროპის თასებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა



მსგავსი ინფორმაციები