თურქული პრესა 12.09.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

თურქული პრესა 12.09.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის, ყაზახეთიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებებზე.

ერდოღანმა იდლიპის შესახებ კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 14 სექტემბრისთვის გათვალისწინებული ასტანას სამიტი. ამჟამად, ადრე რუსეთთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს. საკითხთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გააჩნიათ არც რუსეთთან და არც ირანთან. გამოთქვამს ვარაუდს, რომ ასტანის სამიტის შემდეგაც გაგრძელდება ჯანსაღი ურთიერთობა.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივით, არაკანისთვის ფართო მასშტაბიანი საქველმოქმედო მობილიზაცია დაიწყო. ვიცე პრემიერის რეჯებ აქდაღის განცხადებით ბანგლადეშთან, ამ სახელმწიფოში შეხიზნული არაკანელი მუსლიმანებისთვის დახმარების გასაწევად  უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები. წითელ ნახევარმთვარესთან, რელიგიურ ფონდთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იწყებენ სერიოზულ კამპანიას.  არაკანელ მუსლიმანებს დახმარებას გაუწევენ როგორც მთავრობის რესურსებით, ისე, ადრინდელის მსგავსად, თურქი ხალხის გულუხვი ფინასური წყაროებით.  ამ საკითხში თურქეთი ყოველთვის ყოფილა კაცობრიობის სინდისი და გააგრძელებს ასეთ მიდგომას შემდეგშიც. ეს არის თურქი ხალხის რწმენის და თვითმყოფადობის მოთხოვნა-განაცხადა  აქდაღამა და დაამატა, რომ კამპანიის კონტექსტში, ასევე შეიქმნა web გვერდი. დახმარების გაწევის მოსურნეებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართს:- www.arakanasahipcik.org.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაიზარდა 5,1 %-ი. მეორე კვარტალის ზრდის მონაცემები გაავრცელა თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა. მისი მიხედვით, წარმოების გზით, მთლიანი შიდა პროდუქტის ხარჯთაღრიცხვა, მიმდინარე ფასებში, გაიზარდა 16,3 %-ი და დაფიქსირდა 734 მილიარდ 211 მილიონი ლირა. სოფლის მეურნეობის სექტორის მთლიანი დამატებითი ღირებულება, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  გაიზარდა 4,7, სამრეწველო სექტორის მთლიანი დამატებითი ღირებულება 6,3, საამშენებლო სექტორისა კი, 6,8 %-ი.

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, წელს მეთექვსმეტედ გამართულ დუბაის Cityscape Global 2017-ის ფორუმზე, პირველად მიეცა უფლება ფირმებს წარმოადგინონ ცხელით ვაჭრობა. მაგრამ ამ უფლების გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს დუბაის უძრავ ქონებაში გამოცოცხლებას, შესძლეს ფირმებმა, რომლებმაც პროექტები განავითარეს დუბაიში. ფორუმზე გავრცელებული მონაცემებით, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გასაოცარ მიღწევებს მოაწერეს ხელი უძრავი ქონების სექტორში. მონაცემებით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მშენებლობაშია 227.9 მილიარდი დოლარის,  7.878 უძრავი ქონების პროექტი. დუბაიში არსებული 2.812 პროექტის ღირებულება კი, 121.1 მილიარდ დოლარს უტოლდება. იმის გამო, რომ პროექტებზე არ არის დიდი მოთხოვნილება, პრობლემას უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ ანტიკური ქალაქის არალეგალურ გათხრებში აღმოჩენილი და 50 წლის წინ საზღვარგარეთ გატანილი ჰერაკლეს საფლავი, 13 სექტემბერს იქნება ჩამოტანილი შვეიცარიიდან თურქეთში. კულტურის და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით,  ჰერაკლეს ტაძარი, სამინისტროს უფლებამოსილებს გადაეცათ ჟენევაში. ჩამოტანის შემდეგ იგი დაუბრუნდება ანტალიის მუზეუმს და წარედგინება მნახველებს.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , პრესა , თურქული

მსგავსი ინფორმაციები