11.08.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

11.08.2017თურქული პრესა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს ენერგეტიკის მინისტრის ბერათ ალბაირაკის სიტყვებზე, რომლის ცნობითაც, პირველი ადგილობრივი მზის პანელები ექსპლოატაციაში გადავა 2018 წლის დასრულებამდე. თურქული წარმოების პანელებს ახლო ხანებში გაიტანენ სხვა რეგიონებშიც. ნავთობის მოძიებაში აქტიურნი იქნებიან არა მარტო შავ ზღვაში, არამედ ხმელთაშუა ზღვაშიც. ყველაფერს მოიძიებენ რაც არის თურქეთის ზღვაში და ხმელეთზე.

 გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ ქალაქ ასტანაში, დაახლოებით 10 ათას კვ.მ-ზე გაშენებულ თურქულ პავილიონში, თურქული კულტურის დღის აღსანიშნავ Kazakistan Expo-ს ცერემონიალზე მონაწილეობის მისაღებად მყოფ თურქეთის დელეგაციას, თავჯდომარეობა გაუწია ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ, რომელმაც აღნიშნა რომ 21-ე საუკუნე იქნება თურქეთ-ყაზახეთის საუკუნე. ამიტომაც საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით იქნას აღებული ორ სახელმწიფოს შორის არსებული ბარიერი. თურქეთის წარმომადგენლებს შორის იმყოფებოდნენ მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა თრაკიის 40 წლიან კოშმარად ქცეული ერგენეს ჭაობის ამოსაშრობად. სატყეო და წყლის საქმეთა მინისტრის ვეისელ ეროღლის განცხადებით, მდინარე ერგენეს წყლით გაწმენდილ იქნება რეგიონი და პროექტი დასრულდება 2019 წელში.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი კი, წერს რომ ირანში ერთ-ერთ მუზეუმში წარმოდგენილი 629 წლიანი ზარი დაუბრუნდება კუთვნილ ვანის, წმინდა მარიამის ეკლესიას. ზარი, ვანის წმინდა მარიამის ეკლესიას საჩუქრად გადაეცა 1388 წელში. ამჟამად კი, წარმოდგენილია ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ ურმიეს ანთროპოლოგიურ მუზეუმში. ზარის, ვანისთვის უკან დაბრუნების შესახებ განაცხადა ირანის კულტურული მემკვიდრეობის, რეწვის და ტურიზმის ვიცე-პრეზიდენტმა მირ ჰადი კარა სეიდ რუმიანმა, ურმიეს მუზეუმის მონახულებისას.  

გაზეთი „ვათან“-ი წერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე მსოფლიოს მეთექვსმეტე ათლეტიზმის ჩემპიონატის 200 მეტრ რბენაში აზერბაიჯანელი წარმომავლობის რამილ კულიევის მოპოვებული ოქროს მედლის შესახებ და აღნიშნავს, რომ  რამილ კულიევმა, რომელმაც თურქეთს პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოუპოვა, გამარჯვების სიხარული თურქული და აზერბაიჯანული დროშების აღმართვით აღნიშნა.  


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , პრესა , თურქული

მსგავსი ინფორმაციები