თურქული პრესა 18.05.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 18.05.2017

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ერდოღანი თურქეთის საელჩოს წინ შეკრებილ ჟურნალისტებს გაესაუბრა და შეფასება მისცა რა ტრამპთან გამართულ შეხვედრას, თქვა, რომ ამერიკის ახლო თანამშრომლობა სირიაში მოქმედ ქურთულ ტერ ორგანიზაცია PYD-თან, რომელიც პკკ-ას სამხედრო ფრთას წარმოადგენს, ანკარისათვის ყოვლად მიუღებელია. “მე მჯერა, რომ სირიის საკითხში ჩვენ აუცილებლად მოგვიკაკუნებენ კარებს და დახმარებას გვთხოვენ. ამჟამად ქალაქი რაკკა ალყაშია მოქცეული და უახლოეს დღეებში ყველანი დავინახავთ თუ როგორ განვითარდება აქ მოვლენები. ჩვენ კი აუცილებლად ვიქნებით ერაყშიც და სირიაშიც, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვტოვებს თამაშგარე მდგომარეობაში. რამდენიმე დღეში ნატოს სამიტი გაიმართება და დღის წესრიგში ტერორიზმიც იქნება რა, ჩვენ სათქმელს იქაც აუცილებლად ვიტყვით“, განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰაბერთურქი.    

STAR-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “მსოფლიო ხუთზე დიდია“ და მასში ვკითხულობთ: უკვე წლებია, რაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმაზე ამ წინადადებას გაიძახის და ამბობს, რომ მსოფლიოს ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი  5 წევრი ქვეყნის ნათქვამზე, მაგრამ, აქამდე მისი ასეთი შინაარსის განცხადებებს არავინ აქცევდა ყურადღებას და აი, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიმდინარე ევროპარლამენტის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გაეროს ეფექტურობისათვის აუცილებელია მასში რეფორმების და ცვლილებების გატარება, რათა წევრი ქვეყნების ნდობა მოიპოვონ  

SABAH-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, DEİK-ის  მხრიდან შედგენილ 2017 წლის ანგარიშს აშუქებს და წერს, რომ ამ ანგარიშის მიხედვით, თურქმა ინვესტორებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში გაზარდეს უცხოეთში კაპიტალდაბანდებები და დღესდღეობით მათი ინვესტიციის რაოდენობამ 28 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა 10 წელთან შედარებით 10 ჯერ მეტია.  

HÜRRİYET-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ 16-18 ივნისს მოსკოვი თურქული კულტურის ფესტივალს უმასპინძლებს და მის ფარგლებში მრავალი ტურისტული და ხელოვნებითი ღონისძიებებიც გაიმართება. ამავე სტატიით ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის სასტუმროთა გაერთიანება, თურქეთის სამოგზაურო სააგენტოთა ფედერაცია, თურქეთის ტურიზმის საინვესტიციო საზოგადოება, თურქეთის გიდთა ასოციაცია და რუსეთ-თურქეთის ბიზნესმენთა კავშირი

VATAN-ი იტყობინება, რომ თურქულმა კომპანიამ, Türk Telekom-მა, მსოფლიოს მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია  SAP-ის მხრიდან დაწესებული “SAP HANA ინოვაციური ჯილდოები 2017”-ში მიიღო მონაწილეობა და 150 კომპანიას შორის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. Turk Telekom-მა ეს ჯილდო დაიმსახურა ფინანსური ოპერაციების, ანგარიშგების, ინტეგრირებული ერთიანი სისტემის დაგეგმვისა და შესრულების პროცესების ეფექტურობის გაზრდის გამო, წერს ვათანი.



მსგავსი ინფორმაციები