თურქული პრესა 20.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

100897
თურქული პრესა 20.06.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერი ერდოღანი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპელი თურქების დემოკრატიული კავშირის შექმნის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში და აქ წარმოთქმულ სიტყვაში ევროპაში მცხოვრებ თურქებს ერთის მხრივა ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციისკენ, ხოლო მეორეს მხრივ ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება-დაცვისკენ მოუწოდათ


“ესპანეთს ახალი მეფე ჰყავს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა გუშინ ტახტი თავის მემკვიდრეს, უფლისწულ ფილიპეს სამხედრო ცერემონიაზე გადასცა და ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ქვეყნის ახალმა მეფემ თავის მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ჯერ დედაქალაქში საქალაქო ტური ჩაატარეს და მიესალმნენ მათ საპატივსაცემოთ შეკრებილ ხალხს, ხოლო საქალაქო ტურის დასრულების შემდეგ კი სამეფო რეზიდენციის აივნიდან მიესალმნენ მათ


სტარის ეკონომიკური მიმომხილველი გუშინ იზმირში ჩატარებულ თურქეთ-ევროკავშირის შერეული კომისიის 33-ე შეკრებას აშუქებს და წერს რომ, მასზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა თავჯდომარე რიფატ ჰისარჯიკლიოღლუ, რომელიც ამასთან ერთად “Eurochambers“-ის თავჯდომარის მოადგილეც არის და მან ყურადღება გაამახვილა რა რუსეთ უკრაინას შორის ბუნებრივი აირის სისტემატურ კრიზისზე, თქვა რომ, ევროკავშირი ახალ ალტერნატიულ მაგისტრალებს საჭიროებს და ამ საქმეში თურქეთს დიდი სატრანზიტო მოვალეობის შესრულება შეუძლია. მანვე ბრიუსელისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაც მოითხოვა, წერს სტარის ეკონომიკური მიმომხილველი


ჰაბერთურქი ეკონომიკის გვერდზე იუწყება რომ, თურქეთის ქალაქ ბურსაში მოქმედ “Oyak Renault“-ის ქარხანას ეწვია საფრანგეთში მოქმედი ამავე ქარხნის სათაო ოფისის წარმომადგენელი ჯერომე სტოლი და თურქ ავტო მწარმოებლებთან საუბარში თქვა რომ, სურთ ბურსის ქარხნის წარმადობის გაზრდა და ამ მიზნით ახალ ინვესტიციებს დააბანდებენ, რომლის ოდენობასაც უახლოეს ხანებში დააკონკრეტებენ და ამის შემდეგ გადაურიცხავენ ბურსის ფილიალს
აქშამის მიხედვით აშშ-ს ცენტრალური ბანკი აპირებს კვლავ გააგრძელოს დაბალი პროცენტების პოლიტიკა და ამაში რომ კატეგორიულები არიან, ამის შესახებ განაცხადა თვით ამ ბანკის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელლენმა, რომლის აზრითაც, თუ გააგრძელებენ დაბალი პროცენტების პოლიტიკას, მაშინ, 2015-2016 წლებში უფრო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მიაღწევენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები