თურქული პრესა 26.05.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

74080
თურქული პრესა 26.05.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტის არჩევნებში ყველას მოულოდნელად მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს, ასე რომ, საფრანგეთში მმართველი პარტია დამარცხდა, ხოლო გერმანიაშიც მოსალოდნელზე უფრო ნაკლები ხმები მიიღეს, თუმცა გერმანელ ქრისტიან დემოკრატებს მაინც 211 სავარძელი ექნებათ და ისევ ყველაზე დიდ ფრაქციად დარჩებიან. რაც შეეხებათ ნაციონალურ პარტიებს, ისინი ევროპარლამენტში 40 დეპუტატით იქნებიან წარდგენილნი
“ევროპელი ინვესტორები თურქეთს ირჩევენ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰის პირველსავე გვერდზე და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინვესტორებმა გასულ წელთან შედარებით წელს საკმარისად გაზარდეს დაბანდებები თურქეთის ეკონომიკაში და მარტო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56%-ით მოიმატა ევროკავშირელების ინვესტიციებმა და მათ შორის ყველაზე მეტი, 1 მილიარდ 200 ათასი დოლარით ჰოლანდიელები მეწინავეობენ. ევროკავშირელების გარდა სხვა ევროპელებმაც გაზარდეს თურქეთში დაბანდებები და ამავე პირველ კვარტალში გასულ წელთან შედარებით 302%-ით მოიმატა მათმა ინვესტიციებმა, წერს საბაჰი
ჰურრიეთი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება რომ, იაპონიისა და მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი საბურავების ფირმა “Bridgestone“ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ქარხანას ააშენებს თურქეთის ქალაქ აქსარაიში და ეს იქნება იაპონური ფირმის კუთვნილი და ევროპაში აქამდე მოქმედი 6 ქარხნიდან ყველაზე უდიდესი საბურავების ქარხანა, რომლის მხრიდან გამოშვებული საბურავების უმეტესობა ექსპორტში გავა. ამ იაპონურმა ფირმამ ასეთი დადგენილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპას ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი დაატყდა თავს, წერს ჰურრიეთი
საბაჰის მიხედვით კი ჩინეთის ყველაზე უდიდეს ბანკ “ICBC“-ს მხრიდან სტამბოლში ფილიალის გახსნის შემდეგ თურქეთისაკენ იბრუნეს პირი დიდმა ჩინურმა კომპანიებმაც და მათგან ერთ ერთი ყველაზე უდიდესი არმატურის მწარმოებელი ჩინური ფირმა “Suerda“ თავის თურქ პარტნიორ “SRC Group“-თან ერთად ამიერიდან თურქეთშიც დაიწყებს არმატურის წარმოებას
აქშამი კულტურის გვერდზე იტყობინება რომ, თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის მხრიდან გადაღებულმა ფილმმა ზამთრის ძილმა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი “ოქროს პალმა“ მოიპოვა და მას ეს გამარჯვება მიულოცეს პრეზიდენტმა აბდულლაჰ გიულმა და პრემიერმა ერდოღანმა
მილლიეთის სპორტული მიმომხილველი იტყობინება რომ, გუშინ თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში მორიგი ამხანაგური გასვლითი მატჩი ჰქონდა, ამჯერად ირლანდიის ნაკრებთან და ეს მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგეს რა თურქმა ფეხბურთელებმა, ამით ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელ ფატიჰ თერიმის ხელმძღვანელობით მეასედ გამოვიდა სტადიონზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები