ჰულუსი აქარის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება

მას  პირისპირი შეხვედრა პენტაგონში მოუწყვეს

1150976
ჰულუსი აქარის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება
akar-shanahan1.jpg

 

ვაშინგტონში მყოფი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პატრიკ შანაჰანს შეხვდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის ცნობით, ეს შეხვედრა პენტაგონში შესდგა და მასში მონაწილეობა მიიღეს ასევე თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  უფროსმა, არმიის გენერალმა იაშარ გულერმა და აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსმა ჯოზეფ დანფორდმა რა, მოლაპარაკებების დროს განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, სირიაში DEAŞ-ის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების, აშშ-ს მხრიდან ქურთულ ტერ ორგანიზაცია YPG/PYD-სადმი დაწეული სამხედრო დახმარებების და ამის გამო ანკარის შეშფოთების და სხვა აქტუალური საკითხები.

შეხვედრაზე თურქულმა მხარემ სირიაში პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობასაც ხაზი გაუსვა და ამასთან კვლავ დაადასტურა კატეგორიულობა ისეთი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორებიც არიან PKK-ს, YPG/PYD-ე, DEAŞ-ი და Feto (ფეტულლაჰის ტერორისტული ორგანიზაცია).

“გარდა ამისა, ორი ქვეყნის მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს თავიანთ ქვეყნებს შორის ღრმა ფესვგადგმული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და მის ფარგლებში ნატო-ს ალიანსში არსებული მტკიცე თანამშრომლობა“, აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები