თურქეთი სინიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში მიმმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთი სინიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში მიმმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთი სინიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში მიმმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთმა, ჩინეთს მოუწოდა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით მათი აზრი გაითვალისწინოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ ჩინეთის მხრიდან უიღური თურქების მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სინიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში, უიღური თურქების და სხვა მუსლიმი საზოგადოებების მიმართ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვების შესახებ საერთაშორისო არენაზე ხშირად არის დღის წესრიგში. უკანონო პატიმრობების, მილიონობით უიღური თურქის, რომლებზეც სპეციაურ ბანაკებში სხვადასხვა ფორმის წამება და ზეწოლა ხორციელდება, არა ადამიანური საქციელია. საზღვარგავეთ (ჩინეთის გარეთ) მცხოვრები უიღური თურქები, ამ რეგიონში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ათასობით ბავშვის, ოჯახებიდან მიზანმიმართულად  დაშორება  ხდება. 21-ე სააუკუნეში, ადამიანების სპეციალურ ბანაკებში განთავსება,  მათ მიმართ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ასიმილაციის პოლიტიკა და სხვადასხვა ზეწოლა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი  სამარცხვნო ქმედებაა. სინიანის რეგიონში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების შესახებ, თურქეთი ჩინეთის მთავრობას ყველა პლატფორმაზე ახსენებს. ამ თვალსაზრისით, ერთი სიმღერის გამო 8 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ პატიმრობის მეორე წელს გარდაცვლილი სახალხო პოეტის, აბდურრაჰიმ ჰეითის გარდაცვალების შესახებ გავიგეთ. ამ მოვლენების შემდეგ  ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და გაეროს, სინიანის რეგიონში მიმდინარე  ადამიანური ტრაგედიის დასასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.“



მსგავსი ინფორმაციები