ერდოღანი ODTÜ-ს ტექნო-ქალაქის  გახსნის ცერემონიას დაესწრო

ერდოღანი ODTÜ-ს ტექნო-ქალაქის  გახსნის ცერემონიას დაესწრო

ერდოღანი ODTÜ-ს ტექნო-ქალაქის  გახსნის ცერემონიას დაესწრო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის, განათლების თვალსაზრისით, სამაგალითო ქვეყნების სიაში შესაყვანად, შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.  იგი, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (ODTÜ) ტექნო-ქალაქის  გახსნის ცერემონიას დაესწრო. მან აქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც ქვეყნის მართვა ტერიტორიული მთლიანობის გარეშე შეუძლებელია, ასევეა ქვეყნის განვითარება ტექნოლოგიის სფეროში წინსვლის გარეშე. „უნივერსიტეტსა და მრეწველობას შორის თანამშრომლობა უნდა გავაღრმავოთ.  ამაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ჩინეთმა. როგორც უსაფრთხოების,  ასევე ჯანდაცვის, მეცნიერების,  ხელოვნური ინტელექტის და სხვა მრავალ სფეროში, ადგილობრივი წარმოება უნდა გავზარდოთ. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მეტად აუცილებელია,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები