იბრაჰიმ ქალინმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

მან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1138635
იბრაჰიმ ქალინმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

„თურქეთის მოლოდინი, სირიაში ის გახლავთ, რომ მემბიჯის და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის კონტროლი ჩვენ გადმოგვეცეს.“ აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა,  იბრაჰიმ ქალინმა ანკარაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ზემოთხსენებულ რეგიონებიდან თურქეთის მიმართ ნებისმიერი სახის ტერორის საფრთხეს აღარ დაუშვებენ.  იბრაჰიმ ქალინს პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, თურქეთ-აშშ-ს შორის მემბიჯის საგზაო რუკის შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „როგორც ორ მოკავშირეს, შორის მემიჯის საგზაო რუკის დაუყოვნებლივ განხორციელება,  მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და სირიის პროცესისთვის. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს და ‘ბუფერული ზონის’ შესახებ შეთანხმებას იქნა მიღწეული, სიმართლეს არ შეესაბამება მაგრამ, საკითხთან დაკავშირებით სამუშაოები გრძელედება.  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბოლოს,  თურქეთის დამოკიდებულება ასადის რეჟიმზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა და  დაამატა: „ჩვენის აზრით ასადის რეჟიმი ლეგიტიმაცია დაკარგული რეჟიმია და მას არანაირი მომავლის პერსპექტივა არ გააჩნია.“



მსგავსი ინფორმაციები