დღეს თურქეთს მალტის პრეზიდენტი ეწვევა

ვიზიტი 2 დღეს გასტანს

დღეს თურქეთს მალტის პრეზიდენტი ეწვევა

 

მალტის პრეზიდენტი მარი ლუიზ კოლეირო პრეკა, თავისი თურქი კოლეგის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის ოფიციალური მიწვევით, 23-24 იანვარს ვიზიტს გამართავს თურქეთის რესპუბლიკაში.

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება გაღრმავების გზაზე გადასადგმელ ყველა იმ ნაბიჯს, რომლებიც მალტა-თურქეთს შორის ასეთ ურთიერთთანამშრომლობას გააძლიერებენ ცხოვრების ყველა სფეროში, ხოლო ამის პარალელურად გაცვლიან ურთიერთ მოსაზრებებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისა და აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებში.

დღეს სტუმარი პრეზიდენტი სტამბოლში მონაწილეობას მიიღებს თურქეთ-მალტის ბიზნეს საბჭოს შეკრებაში და მის ფარგლებში ორი ქვეყნის ინვესტორებსაც შეხვდება.

ეს იქნება მალტის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რერსპუბლიკაში, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური



მსგავსი ინფორმაციები