ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს

1129565
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

პრეზიდენტის პრესცენტრში გაკეთებული განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენებიც განიხილეს.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა გასულ კვირაში მანბიჯში მომხდარის ვერაგული ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპული ამერიკელი პერსონალის გამო ტრამპს მიუსამძიმრა და დასძინა, რომ მომხდარი, აშშ-ს სირიიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით მოწყობილი პროვოკაციაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის მანბიჯის რეგიონში უსაფრთხოება დაუყოვნებლივ გადაიბაროს და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს და PKK-ს სირიის განშტოებების მიერ ამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში დესტაბილიზაციისთვის ქმედებებს არ დაუშვებენ.

ლიდერები, ტერორგანიზაცია დაეშ-ის სირიაში ნარჩენების გაწმენდისა და ისევ გამოჩენის აღკვეთისათვის ზომების ერთობლივად გატარების თაობაზე შეთანხმდნენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრეზიდენტმა ტრამპმა, უსაფრთხო ზონის თაობაზე თურქეთის და აშშ-ს გაერთიანებული შტატების მეთაურებს შორის დაწყებული კონსულტაციების დაჩქარებით გაგრძელების და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის საკითხებზე აზრთა ერთიანობას მიაღწიეს.



მსგავსი ინფორმაციები