ქალინი: „სირიის საზღვართან ბუფერულ ზონას თურქეთი გააკონტროლებს“

ქალინმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

1126485
ქალინი: „სირიის საზღვართან ბუფერულ ზონას თურქეთი გააკონტროლებს“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ სირიის საზღვართან ჩამოსაყალიბებელ ბუფერულ ზონას, თურქეთი გააკონტროლებს. ქალინმა ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე აშშ-ს სირიიდან სამხედოების გაყვანის საკითხი დეტალურად იქნა განხილული. „ზოგადად ტერორიზმის და თურქეთისთვის საფრთხის შემქმნელი ყველა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება,“ განაცხადა ქალინმა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციის დროს ისიც დასძინა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი 23 იანვარს ვიზიტით მოსკოვში ჩავა. „ეს ვიზიტი განსკუთრებით, აშშ-ს სირიიდან სამხედროების გაწვევის შემდგომი პროცესისათვის რუსეთთან კოორდინირებულად მუშაობის საკითხის განსახილველად იქნება. ვიზიტის ფარგლებში როგორც სირიის ასევე ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ დეტალურად იქნება განხილული,“ აღნიშნა ქალინმა. მან ბოლოს გასულ კვირას ამერიკული დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დეტალებზეც ისაუბრა და დაამატა: „აშშ-ს დელეგაციამ გასულ კვირას ჩვენ ხუთ პუნქტიანი არაოფიციალური დოკუმენტი გადმოგვცა რომელშიც , აშშ-ს სირიიდან ჯარების გაყვანის საკითხები არის ასახული. ეკონომიკური მუქარა უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს ახალი პოზიტიური მიზნებისთვის ვმუშაობთ. ჩვენთვის,  S-400  სარაკეტო თავდაცვის სისტემის  და პატრიოტების შესყიდვას არანაირი კავშირი არ აქვს.“



მსგავსი ინფორმაციები