სირიის საკითხზე მესამე შეხვედრა ანკარაში იმართება

თურქეთისა და ამერიკის დელეგაციების მონაწილეობით სირიის საკითხზე მესამე შეხვედრა დედაქალაქ ანკარაში იმართება

1102454
სირიის საკითხზე მესამე შეხვედრა ანკარაში იმართება

თურქეთისა და ამერიკის დელეგაციების მონაწილეობით სირიის საკითხზე მესამე შეხვედრა დედაქალაქ ანკარაში იმართება.

შეხვედრას თურქეთს სახელით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით კი სირიის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი ხელმძღვანელობენ.

მაგიდასთან არიან ასევე ორივე ქვეყნის სამხედრო უფლებამოსილებიც.

შეხვედრის დღის წესრიგი მთავარი თემა სეპარატისტული ტერორგანიზაცია  PKK/PYD/YPG-ს მიერ დაკავებული მანბიჯია.

მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გადასცემენ ამერიკულ მხარეს PKK/PYD/YPG-ს რეგიონში არსებობის გამო უკმაყოფილებას და ხაზგასმით აღინიშნება, რომ ტერორგანიზაციამ რეგიონი მთლინად უნდა დატოვოს.

ასევე დღის წესრიგში ჩადგება სადამკვირვებლო პუნქტების საკითხი, რომელთა აგებაც აშშ-ს ევფრატის აღმოსავლეთით სურს.

ჯეიმს ჯეფრი ანკარაში შეხვედრების დასრულების შემდეგ იორდანიაში გაემგზავრება.  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #სირია , #შეხვედრა

მსგავსი ინფორმაციები