ბინალი ილდირიმი ყირგიზეთის დედაქალაქში ჩავიდა

ბინალი ილდირიმი ბიშკეკში თურქი მესხების წარმომადგენლებსაც შეხვდება

ბინალი ილდირიმი ყირგიზეთის დედაქალაქში ჩავიდა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ბინალი ილდირიმი, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის დედაქალაქ, ბიშკეკში ჩავიდა. თურქეთის პარლამენტის თავჯდომარეს და მის დელეგაციას დედაქალაქ ბიშკეკში ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ. ბინალი ილდირიმი ყირგიზეთის პარლამენტის თავჯდომარე, დასტანბეკ ჯუმაბეკოვს და პრემიერმინისტრ, მუხამედკალი აბილგაზიევს შეხვდება. ილდირიმი ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, ბიშკეკში თურქეთის საელჩოში ამ ქვეყანაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს და თურქი მესხების წარმომადგენლებსაც შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები