ერდოღანმა ეროვნული ტექნოლოგიების განვითარების ინფრასტრუქტურა გახსნა

“თურქეთის სამხედრო დამოკიდებულება უცხოეთზე მცირდება“

ერდოღანმა ეროვნული ტექნოლოგიების განვითარების ინფრასტრუქტურა გახსნა

 

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ეროვნული ტექნოლოგიების განვითარების ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონიაზე და განაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა ეროვნული გრძელ მანძილიანი და ფართო სპექტრიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე, რომლის სახელწოდებაც Siper/ფარი იქნება.

"თურქეთი, თავდაცვის, საავიაციო, კოსმოსური ტექნოლოგიის სფეროებში სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. დღეს, ჩვენი თავდაცვის მრეწველობა ქვეყნისათვის საჭირო მთლიანი სამხედრო პროდუქციის 65%-ით დაკმაყოფილებას ახერხებს და ამ ციფრს უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გავზრდით რა, ამით თურქეთის სამხედრო დამოკიდებულებას უცხოეთზე კიდევ უფრო შევამცირებთ“, განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ბოლო წლებში დასავლეთში ანტითურქული პოზიციის გაძლიერებას და გახშირებულ თავდასხმებს ხელი შეუწყო ანკარის მხრიდან  დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებამ.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი და ძლიერი თურქეთი თავის ეროვნულ მიზნებს,  თავდაცვის სფეროში გადადგმული ძლიერი და უწყვეტი ნაბიჯების გადადგმით მიაღწევს.



მსგავსი ინფორმაციები