პომპეომაც მიულოცა თურქ ხალხს

“ჩვენი კავშირები და ურთიერთთანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“

1077908
პომპეომაც მიულოცა თურქ ხალხს

 

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: "თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით, ჩემი ქვეყნის მთავრობის სახელით გულითადად ვულოცავ ამ დღეს თურქ ხალხს. ორ ქვეყანას შორის არსებული ამჟამინდელი მყარი პარტნიორობა,   ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო ამასთან ერთად ისეთი საერთო მიზნები, როგორებიცაა თავისუფლება, კეთილდღეობა, სტაბილურობა და კანონის უზენაესობა, ჩვენს პარტნიორობას და მოკავშირეობას კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს".

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი ეს ორი ქვეყანა, მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ათწლეულების მანძილზე ერთობლივად და აქტიურად ურთიერთთანამშრომლობს და ახლაც, აშშ-თურქეთის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობა ავღანეთსა და სირიაში, ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულია რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაშიც.

ამავე მისალოც მესიჯში პომპეო იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ზოგიერთ საკითხებში არსებული უთანხმოებების მიუხედავად, მათი კავშირები და ურთიერთთანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება



მსგავსი ინფორმაციები