ერდოღანის გაფრთხილება მოლდოვას

ერდოღანის გაფრთხილება მოლდოვას

dodon-erdogan2.jpg
dodon-erdogan1.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  მოლდოვას პრეზიდენტის, იგორ დოდონის მიწვევით, დღეს ამ ქვეყანას ეწვია. ერდოღანს კიშინიოვის აეროპორტში თავისი კოლეგა მეუღლესთან ერთად დახვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ  პრეზიდენტმა პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური და  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს საკითხი იქნა განხილული რა, მისი დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შემდეგ კი ერდოღანმა და დოდონიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა, FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში თურქი ხალხის, მოლდოვასაგან მოლოდინზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ეს ტერ-ორგანიზაცია ანალოგიურ საქმიანობებს მოლდოვაშიც ახორციელებს. ისინი ცდილობენ სახელმწიფოს სხვადასხვა დაწესებულებებში შეაღწიონ. ამისათვის კი ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ გაფრთხილებთ შესაბამისი ზომები მიიღოთ.“ პრესკონფერენციის დროს მოლდოვის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მათთვის თურქეთი, როგორც მატერიალური კეთილდღეობისთვის ასევე გაგაუზიის პრობლემის მოგვარებაში  დიდი წვლილის შემტანი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ერდოღანი მოლდოვაში 2009 წელს გადატრიალების მცდელობის დროს დარბეული პრეზიდენტის სასახლის, რომელიც თურქეთის დახმარებით იქნა გარემონტებული, გახსნის ცერემონიასაც დაესწრება. თურქეთის პრეზიდენტი ამ ქვეყანაში ინვესტიციის განმხორციელებელ თურქ ბიზნესმენებსაც შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები