პრეზიდენტმა ერდოღანმა დონალდ ტრამპს "ტვიტერით" უპასუხა

პრეზიდენტმა ერდოღანმა დონალდ ტრამპს "ტვიტერით" უპასუხა

1068153
პრეზიდენტმა ერდოღანმა დონალდ ტრამპს "ტვიტერით" უპასუხა

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს "ტვიტერით" უპასუხა და განაცხადა: "ბატონო პრეზიდენტო, როგორც ყოველთვის აღვნიშნავდი, თურქეთის სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ვიმედოვნებ რომ აშშ და თურქეთი ისე გააგრძელებენ თანამშრომლობას როგორც ორ მოკავშირეს შეეფერება. PKK-ს, DEAŞ-ის და  FETÖ-ს თაოსნობით ტერორგანიზაციების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა იწარმოებს."

დონალდ ტრამპმა პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებასთან დაკავშირებით "ტვიტერით" განაცხადება გააკეთა და აღნიშნა: "შესანიშნავი იქნება მისი (ბრანსონის) ისევ ნახვა. დახმარებისთვის პრეზიდენტ ერდოღანს მადლობას მოვახსენებ."

ტერორგანიზაციების სახელით დანაშაულის ჩადენის და ჯაშუშობის ბრალდებით გუშინ იზმირში სასამართლოს წინაშე მეოთხედ წარმდგარ პასტორ ბრანსონს 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გათვალისწინებული იქნა მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და გაათავისუფლეს.


საკვანძო სიტყვები: #პასტორი , #ბრანსონი

მსგავსი ინფორმაციები