სასამართლომ ბრანსონი გაათავისუფლა

მას ჯაშუშობაში ედებოდა ბრალი

სასამართლომ ბრანსონი გაათავისუფლა

 

იზმირის სასამართლომ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს 3 წლის, 1 თვის და 15 დღის პატიმრობა მიუსაჯა.

ამერიკელს ბრალი ედებოდა ფეტულაჰის  და PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციების სახელით დანაშაულის ჩადენაში და ჯაშუშობაში, ამიტომაც პროკურატურა მისთვის 35 წლიანი პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, აგვისტოში სასამართლომ მას შინაპატიმრობის სასჯელი გამოუტანა.

დღეს ბრანსონი მეოთხედ წარსდგა სასამართლოზე და   მას 3 წლის, 1 თვის და 15 დღის პატიმრობა შეუფარდა. პასტორს შინაპატიმრობის სასჯელიც მოეხსნა და საზღვარგარეთის გასვლის აკრძალვაც, ხოლო ამის პარალელურად, ციხეში გატარებული დღეებიც სასჯელში ჩაეთვალა და ამიტომ გათავისუფლებულ იქნა.

ტრამპი გამოეხმაურა რა სასამართლო დადგენილებას, თქვა, რომ მისი გათავისუფლებისათვის ძალიან ბევრი იმუშავეს



მსგავსი ინფორმაციები