ჩავუშოღლუმ ერაყში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ ერაყში შეხვედრები გამართა

ჩავუშოღლუმ ერაყში შეხვედრები გამართა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ, გუშინ საღამოს ერაყის ქალაქ ნეჯეფში მოძრაობა „სადრ“-ის ლიდერს და 12 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულს, მუქთედა ეს სადრს შეხვდა.

ჩავუშოღლუმ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სადრთან ორივე ქვეყნისათვის საინტერესო საკითხები და მთავრობის შექმნის სამუშაოები განიხილეს. მისივე თქმით, შეხვედრამ დადებით ატმოსფეროში ჩაიარა. 

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ გუშინ ბაღდადში ვიზიტის დროს ერაყის პრეზიდენტს ბერჰემ სალიჰს, პარლამენტის თავმჯდომარეს მუჰამედ ალ ჰალბუსის, ახალი მთავრობის შექმნაზე პასუხისმგებელ ადილ აბდულმეჰდის, თურქმენ დეპუტატებს, ერაყის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს უსამა ენ ნუჯეიფის და ორგანიზაცია „ბედრი“-ს ლიდერს ჰადი ელ ამირის შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები