თურქეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

თურქეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

თურქეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ ქალინის განაცხადებით საუდის არაბეთის შემოთავაზებით ჯემალ ხაშოგის ფაქტის გამოსაძიებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

იბრაიმ ქალინმა, 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის სტამბოლის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარებული ამერიკული გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის შესახებ განცხადება გააკეთა.

"თურქეთსა და  საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და საუდის არაბეთის წინადადებით საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის ფაქტის ყველა კუთხით გამოსაძიებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული."-განაცხადა ქალინმა.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მანამდე სტამბოლში მდებარე საკონსულოში ჩხრეკის ჩატარების ნებართვა გასცა.

ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი ხაშოგი 2 ოქტომბერს მის საცოლესთან ერთად სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში წავიდა რის შემდეგაც გაუჩინარდა.

საკონსულოს მიერ 4 ოქტომბერს "ტვიტერიტ" გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ჟურნალისტი საკონსულოს შენობიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა.

სტამბოლის რესპუბლიკურმა პროკურატურამ ხაშოგის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები