ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ერაყში იმყოფება

ჩავუშოღლუ ქალაქ ნაჯაფშიც ჩავა საცაც, წმ. ალის საფლავს მოინახულებს

çavuşoğlu 2.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ  ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩავიდა. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში, ჩავუშოღლუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰაზიმ იუსუფი, თურქეთის ელჩი ბაღდადში, ფატმა ილდიზი და სხვა პირები დახვდნენ.    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტ,   ბარჰამ სალიჰის, პრემიერმინისტრ ჰაიდარ ალ-იბადის, პარლამენტის თავჯდომარეს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.  თურქი მინისტრი ბაღდადში შეხვედრების შემდეგ ქალაქ ნაჯაფშიც ჩავა საცაც, წმ. ალის საფლავს მოინახულებს.



მსგავსი ინფორმაციები