საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ვიზიტით გაემგზავრება

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ, ერაყში ვიზიტით გაემგზავრება

საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ვიზიტით გაემგზავრება

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ, ერაყში ვიზიტით გაემგზავრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი ჩავუშოღლუ 11-12 ოქტომბერს დედაქალაქ ბაღდადსა და ერბილში შეხვედრებს გამართავს.

აქვე აღნიშნულია, რომ ჩავუშოღლუს ბაღდადში პრეზიდენტი ბერჰემ სალიჰი მიიღებს და იგი ერაყის პოლიტიკურ ლიდერებსა და თურქმენი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

განცხადების მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჩავუშოღლუ ერბილში უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს. „ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თურქეთსა და ერაყს შორის არსებული ურთიერთობების ყველა კუთხით განხილვა, ამ ასპექტში ერაყის აღმშენებლობის თაოსნობით ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საუბარი.“-ნათქვამია განცხადებაში. 



მსგავსი ინფორმაციები