აქტუალური თემის ანალიზი 39.2018

თურქეთმა მოახერხა დაეცვა მილიონობით სირიელი

აქტუალური თემის ანალიზი 39.2018

 აქტუალური თემის ანალიზი 39/2018

თურქეთმა მოახერხა დაეცვა მილიონობით სირიელი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

პრეზიდენტმა, რეჯებ თაიპ ერდოღანმა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა, ვლადიმერ პუტინმა, სოჭში პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ორივე ლიდერმა გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ იდლიბში განიარაღებული რეგიონის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამავდროულად, კრიტიკული სამიტის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ იდლიბზე ოპერაცია არ ჩატარდებოდა.  

ამ შეთანხმებით თურქეთმა დიდ წარმატებას მიაღია. პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მტკიცე პოზიციამ, მისმა გამოსვლებმა და თეირანში ცეცხლის შეწყვეტის დაჟინებულმა მოთხოვნამ ნაყოფი გამოიღო. ბოლო დღეებში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბში მნიშვნელოვანი გამაგრება მოახდინეს. იდლიბში მდებარე თურქეთის 12 სადამკვირვებლო პუნქტზე დიდი რაოდენობით ჯავშან ტრანსპორტი, ტანკი და სამხედრო ნაწილი გააგზავნეს. თურქეთმა რუსეთს, ირანსა და ასადის რეჟიმს აჩვენა რამდენად მტკიცეა მისი პოზიცია. რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ თავისი შედეგი გამოიღო დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა და არენაზე გადადგმულმა სამხედრო ნაბიჯებმა. რუსეთმა სოჭში სერიოზულად უკან დაიხია. რუსეთს, ირანსა და ასადის რეჟიმს იდლიბში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარება სურდათ. ამ კუთხით სერიოზული ზეწოლა ხდებოდა. განსაკუთრებით ჯისრ სუგურის და ჩრდილოეთ ჰამას რეგიონის დაბომბვა და რეჟიმის ძალებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების ფრონტის ხაზებზე ინტენსიური გადასროლა ზეწოლას აძლიერებდა.

ამის გამო ამგვარი სამხედრო ოპერაციის აღკვეთა დიდი მნიშვნელობის მატარებელია როგორც თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ასევე სირიის მომავლისათვის სამშვიდობო პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თურქეთის ძალისხმევის შედეგად 3 მილიონზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე დაიცვეს და ხელი შეუშალეს დევნილთა დიდი ნაკადის წარმოქმნას.  

რუსეთთან სოჭში მიღწეული შეთანხმების ასპექტში შესაქმნელი განიარაღებული ზონიდან ორივე მხრიდან რადიკალური ელემენტების და მძიმე შეიარაღების გაყვანის უზრუნველყოფაა საჭირო. ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც რუსეთს ასევე თურქეთს. რუსეთმა უნდა დაარწმუნოს შიიტი შეიარაღებულები, თურქეთი კი იძულებულია გამოსავალი მოძებნოს „ჰეიეთ უშ შამის“ ს მსგავს სტრუქტურების არსებობასთან დაკავშირებით. 

თურქეთი და რუსეთი 15-20 კილომეტრის სიღრმეში განიარაღებული რეგიონის შექმნის გარანტორი იქნებიან, ამავდროულად კოორდინირებულ დამოუკიდებელ პატრულირებას  შეასრულებენ. თურქეთი და რუსეთი ასტანის პროცესის ასპექტში შექმნილ სადამკვირვებლო პუნქტებს სამხედრო კუთხით გააძლიერებენ და განიარაღებული ზონა ორივე ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატებით იქნება გაკონტროლებული. განიარაღებულ ზონაში სირიის ოპოზიციის და რეჟიმის ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და მათი არსებობა დაცული იქნება და ორივე მხარე მძიმე შეიარაღებას ფრონტის ხაზიდან გაიყვანს.

შეთანხმების ფარგლებში სტრატეგიული მნიშვნელობის M4 და M5 მაგისტრალებზე უსაფრთხოება იქნება დაცული და ვაჭრობისათვის ისევ გაიხსნება. ლაზკიესა და დამასკოს ალეპოსთან დამაკავშირებელი  M4 და M5 მაგისტრალები სირიის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება ამავდროულად დადებით გავლენას მოახდენს თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლაზე. PKK/YPG-ს ტერორისტებს იდლიბის ოპერაციით სარგებლობა და აფრინზე ზეწოლის მოხდენა სურდათ. შეთანხმებით ეს საფრთხეც აღმოიფხვრა. ამასთანავე იდლიბის ოპერაციის აღკვეთასთან ერთად ისევ მოსალოდნელია თურქეთის უფრო მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა PKK/YPG-ს მიერ წარმოქმნილი საფრთხის წინააღმდეგ.

   


საკვანძო სიტყვები: სირია , რუსეთი , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები