თურქეთი არალეგალებით გაივსო

ისინი ევროპისკენ მიისწრაფვიან

1056612
თურქეთი არალეგალებით გაივსო

 

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მორიგი საპატრულო რეიდის დროს, იზმირის რაიონის დიქილის რაიონში 154 მიგრანტი დააკავეს, რომლებიც არალეგალური გზებით  ჯერ საბერძნეთში, იქიდან კი ევროპაში გადასვლას გეგმავდნენ.

პატრულებმა ისინი ჟანდარმერიას ჩააბარეს და ამ უკანასკნელებმა შესაბამისი პროცედურების დასრულების კვალდაკვალ არალეგალები იზმირის ოლქის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს.

ვანიდან მიღებული ცნობებით,  ბაშქელეს რაიონის ჟანდარმერიამ კი  1 საეჭვო ავტობუსი გააჩერა, რომელშიც 98 ავღანელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტი აღმოჩნდა და მათგან 18 ქალი და 16 ბავშვია. ჯანმრთელობის კონტროლის გავლის შემდეგ ისინიც საოლქო მიგრაციის ცენტრში გადაიყვანეს.

ერაყელი და პალესტინელი მიგრანტებისაგან შემდგარი 12 კაციანი ჯგუფი კი ედირნეს ოლქის მერიჩის რაიონში დააკავეს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ისინიც საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს   



მსგავსი ინფორმაციები