თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა გაზეთ კომერსანტს

თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა გაზეთ კომერსანტს

თურქეთის პრეზიდენტმა  ინტერვიუ მისცა გაზეთ კომერსანტს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის საზღვრებთან არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არსებობის უფლებას არ მისცემენ. ერდოღანმა ამის შესახებ რუსულ გაზეთ,  “კომერსანტ“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი  თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ PKK, PYD/YPG და DSG-ს  მსგავსი  ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ დახმარებას რუსეთიც აღმოაჩენს. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ხაზგასმით აღნიშნა,  რომ თურქეთის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მტკიცედ გააგრძელებს და მან ეს სირიის აფრინის, ჯერაბლუსის, ელ-ბაბის და იდლიბის რეგიონებში  ნათლად აჩვენა. თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს 17 სექტემბერს ქალაქ, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან  მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დაამატა: „ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის მიერ ამ ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ  გაწეულ ბრძოლაში,  რუსეთიც დაგვიჭერს მხარს. რუსეთთან თანამშრომლობა სამომავლოდაც აქტიურ ფაზაში გაგრძელდება. ჩვენ ყველა პლატფორმაზე ნათლად ვაცხადებთ, რომ ზომიერი ოპოზიციონერების  „ტერორისტად“ შერაცხვა დასახულ მიზნებს დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ იდლიბში მყოფი ზომიერი ოპოზიციონერების სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით ჩართულობა,  აუცილებელია რაც,  ჟენევის და ასტანის პროცესების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.“

ერდოღანი მიგრანტების პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის თითქოს და მხოლოდ თურქეთის პრობლემად აღქმა, არასწორი მიდგომაა რადგან, იგი მსოფლიო პრობლემაა.  

ერდოღანმა “კომერსანტ“-თან ინტერვიუს დროს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა: „საერთო ენერგეტიკის პროექტების ჩათვლის ჰუმანიტარული, კულტურული და სხვა მრავალმხრივი ურთიერთობები გაგვაჩნია რუსეთთან, რომლის წინსვლასთან დაკავშირებით შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ და ასე გაგრძელდება სამომავლოდაც. ჩვენ ერთიდაიგივე გეოგრაფიულ გარემოში ვცხოვრობთ, ამიტომ  გინდა თუ არა ისტორიული წარსულიც გვაკავშირებს ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ რუს და თურქ ხალხებს შორის ნათესაური კავშირები უფრო უნდა გაღრმავდეს და ამისათვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.“



მსგავსი ინფორმაციები