ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს,  ამერიკაში მიემგზავრება. ერდოღანი,  ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით ჩასულ ამერიკაში  რამდენიმე დღეს   დარჩება. თურქეთის პრეზიდენტი ხვალ, „გლობალური ლტოლვილთა შერიგების მაღალი დონის“  ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოსვლისას თურქეთის მიერ სირიელი ლტოლვილებისათვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილებს ყურადღებას და მსოფლიოს თურქეთისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ერდოღანი, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესსაც შეხვდება პირისპირ. შეხვედრაზე, 17 სექტემბერს ქალაქ,  სოჭში თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება იქნება განხილული. მეორეს მხრივ თურქეთის პრეზიდენტს ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ეხლება რა, იგი თავის რუს და ირანელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. თურქეთი, აშშ-ს მხრიდან სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG-სადმი იარაღით დახმარებისგან ძალიან შეშფოთებულია.  ერდოღანი, ნიუ-იორკში გასამართ ორმხრივ შეხვედრებზე, თურქეთის ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულებას ყველას აუხსნის. თურქეთის პრეზიდენტი 26 სექტემბერს ნიუ-იორკიდან გერმანიის დედაქალაქ, ბერლინში გადაინაცვლებს.



მსგავსი ინფორმაციები