ერდოღანი დღეს რუსეთს მიემგზავრება

პუტინი მას კვლავ სოჭში მიიღებს

ერდოღანი დღეს რუსეთს მიემგზავრება

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დღეს სოჭში ჩავა და თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ორი ლიდერი ძირითად ყურადღებას სირიის იდლიბის პროვინციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაუთმობენ.

ერდოღანი, პუტინის ყურადღებას გაამახვილებინებს იდლიბში თავდასხმის შემთხვევაში ლტოლვილების ახალ ტალღაზე, რეგიონში მომსახურე თურქი სამხედრო შენაერთების უსაფრთხოებაზე, კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტაზე და ა.შ.

გარდა ამისა, საუბრის დროს ლიდერები, ორმხრივ ურთიერთობების და ეკონომიკური და ენერგეტიკული ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება-გაღრმავების საკითხებსაც განიხილავენ.

ამ შეხვედრის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს გენერალური ასამბლეის სირიის შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც დაგეგმილია 26 სექტემბრისათვის.

ერდოღან-პუტინს შორის ბოლო შეხვედრა 7 სექტემბერს თეირანში შესდგა.



მსგავსი ინფორმაციები