ანტიტერორისტული ოპერაციები წარმატებით გრძელდება

გენშტაბმა 1 კვირის ანგარიში გამოაქვეყნა

1049847
ანტიტერორისტული ოპერაციები წარმატებით გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების დროს ლიკვიდირებულ იქნა ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს წევრი 54 ტერორისტი, მათ შორის ერთი ლიდერთაგანი.

TSK განაგრძობს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ კატეგორიულ ბრძოლას. 

გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, შირნაკის, სიირტის, ჰაქქარის, დიარბაქირის, მარდინისა და ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში ჩატარებული ოპერაციების დროს მოკლულ იქნა  54 ტერორისტი, მათ შორის 19 ქვეყანის შიგნით, ხოლო დანარჩენი 35 კი ჩრდილოეთ ერაყში.

“გარდა ამისა, ამ ოპერაციების დროს ასევე ამოიღეს დიდი რაოდენობით ავტომატური იარაღი, ერთი ნაღმტყორცნი, RPG-ს ტიპის 7 სარაკეტო დანადგარი, ხელნაკეთი ბომბები და დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ასაფეთქებელი მასალები“, აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები