ერდოღან-ნაზარბაევის ერთობლივი პრესკონფერენცია

თურქეთ-ყაზახეთს შორის 5 სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ერდოღან-ნაზარბაევის ერთობლივი პრესკონფერენცია

ოფიციალური ვიზიტით, ანკარაში ჩამოსულ ყაზახეთის პრეზიდენტ,  ნურსულთან ნაზარბაევს, მის თურქმა კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ცერემონიით დახვდა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. შემდეგ მათ, ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომაზე მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ რა, მისი დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც ერდოღანმა აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრაზე ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს აზრები გაუზიარეს. თურქეთის პრეზიდენტმა 6 სექტემბერს ყირგიზეთში,  „თურქული საბჭო“-ს სახელმწიფოს მეთაურების მეექვსე სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა გაიხსენა და დაამატა, რომ პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ასევე ორმხრივი ურთიერთობები და სხვა საკითხებიც განიხილეს. მისივე თქმით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს რა, ორ ქვეყანას შორის 5 სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.



მსგავსი ინფორმაციები