რეიჰანლის ტერორის განმხორციელებელი ტერორისტი ცოცხლად დააკავეს

მას 53 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი

reyhanli saldiri.jpg

2013 წელს, თურქეთის ქალაქ, ჰათაის რეიჰანლის რაიონში განხორციელებული ტერაქტის განმხორციელებელი, იუსუფ ნაზიკი,  ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ცოცხლად იქნა დაკავებული. ტერორისტი თურქეთში ჩამოიყვანეს. 53 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა ტერორისტმა აღიარებით ჩვენებაში აღნიშნა, რომ ტერაქტი სირიის დაზვერვის სამსახურის დაკვეთით განახორციელა. მან, სირიის მთავრობასაც მიმართა და დაამატა, რომ თურქეთის მთავრობა ძალიან ძლიერია და ამაზე პასუხს აუცილებლად აგებინებს მათ. ტერორისტ, ნაზიკიმ წინასწარი დაკითხვის დროს ისიც აღიარა, რომ ასაფეთქებელი მასალა თურქეთში სირიიდან ფარული გზებით შემოიტანა. მან ამ ტერაქტში მისთვის ხელშემწყობი სირიელი, მიჰრაჩ ურალის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თურქ სამართალდამცველებს. „თურქეთის მთავრობისგან თავი ვერ დავაღწიე, ვნანობ ყველა იმ საქციელის გამო რაც ჩავიდინე. მე სირიაში დამაკავეს და თურქეთში ჩამომიყვანეს. სირიაში მყოფ ჩემს მეგობრებს მოვუწოდებ; სანამ დროა, თურქეთის მთავრობას შეაფარეთ თავი. ასევე მოვუწოდებ, სირიის მთავრობას თურქეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა და ამის პასუხს აუცილებლად გაგებინებს,“ განაცხადა იუსუფ ნაზიკიმ.



მსგავსი ინფორმაციები