ფერიდუნ სინირლიოღლუმ გაეროს უშიშროების საბჭოზე იდლიბის საკითხი შეაფასა

ფერიდუნ სინირლიოღლუმ გაეროს უშიშროების საბჭოზე იდლიბის საკითხი შეაფასა

ფერიდუნ სინირლიოღლუმ გაეროს უშიშროების საბჭოზე იდლიბის საკითხი შეაფასა

თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ფერიდუნ სინირლიოღლუმ გაეროს უშიშროების საბჭოზე, სირიის იდლიბის რეგიონში ყოველგვარი სამხედრო ოპერაციების შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. სინირლიოღლუმ, რუსეთის მოთხოვნით იდლიბის საკითხთან დაკავშირებით წევრი ქვეყნების შეკრებაზე, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის და ირანის პრეზიდენტ, ჰასან როჰანის მონაწილეობით 7 სექტემბერს ირანის დედაქალაქ, თეირანში გამართული სამიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მათ. მისი თქმით, ასტანის პროცესი,  სირიაში ძალადობის შემცირების და კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით დაიწყო რა, თეირანის სამიტზე იდლიბის საკითხი იქნა განხილული. თურქეთის წარმომადგენელმა ერდოღანის მიერ თეირანში გაკეთებული ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება შეახსენა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, იდლიბში ყოველგვარი თავდასხმები შეწყდეს რა, იდლიბთან დაკავშირებით თურქეთის მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდეს. „ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა მხარეზე ვრცელდება და ამისათვის მხარეებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ საკითხში აქტიურად მონაწილეობას ვითხოვთ. იდლიბში სამხედრო ოპერაცია შეიძლება მორიგ ჰუმანიტარულ კრიზისად გადაიქცეს. აღნიშნულ რეგიონში ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაცია კიდევ ერთხელ შექმნის მიგრაციის პრობლემას რაც, როგორც თურქეთის და ევროპის ასევე სხვა ქვეყნების უსაფრთხოების შემცველ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს. თურქეთის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი მიგრანტის მიმღები ქვეყანაა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიგრანტების მიღების კვოტა დიდი ხანია ამოვწურეთ,“ განაცხადა თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.



მსგავსი ინფორმაციები