იბრაჰიმ ქალინი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს

იბრაჰიმ ქალინი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს

იბრაჰიმ ქალინი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ სირიის, იდლიბის რეგიონში მიმდინარე თავდასხმები კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების საკიტხს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.  მან ამის შესახებ დღეს,  მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. იბრაჰიმ ქალინმა მსოფლიო საზოგადოებას, აშშ-ს,  დასავლეთის და რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა იდლიბის მიმართ მიმდინარე თავდასხმების შეჩერებაზე და საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებაზე კოორდინილებურად იმუშავონ. „იდლიბში მიმდინარე თავდასხმები, საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებას დიდ ზიანს მიაყენებს. სირიის პრობლემის მოსაგვარებლად ყველა დაინტერესებულ მხარეს უხლოეს მომავალში მათზე დაკისრებული ვალდებულების  შესრულებისკენ მოვუწოდებთ. ვიმედოვნებთ, რომ სირიის საკითხის და არსებული პრობლემების  პოლიტიკური გზით მოგვარებაში შეთანხმებას მივაღწევთ,“ განაცხადა ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები