ერდოღანმა სტატია მისწერა WSJ-ს

“მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს იდლიბზე თავდასხმას“

ერდოღანმა სტატია მისწერა WSJ-ს

 

რეჯეპ თაიპ ერდოღანის აზრით,  სირიის სამთავრობო ძალების მიერ იდლიბში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფასაც გამოიწვევს და თურქეთისა და ევროპის უსაფრთხოებასაც დაემუქრება.

თურქეთის პრეზიდენტმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ Wall Street Journal (WSJ) და მასში აღნიშნა: “იდლიბზე ოპერაცია უკვე ჩანს ჰორიზონტზე, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ  უნდა იცოდეს თავის პასუხისმგებლობის შესახებ. პასიურად დარჩენის შედეგი ძალზედ ცუდი იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია სირიელი ხალხი მივატოვოთ ბაშარ ასადის წყალობის პირისპირ და ამიტომ ამ თავდასხმას წინ უნდა აღუდგეს მთელი მსოფლიო, მით უმეტეს, რომ ასადის რეჟიმის მხრიდან ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში გაკეთებულები ყველას თვალწინ არის. იგი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ფაქტიურად ოპოზიციას ანადგურებს. თუ აშშ-ი და ევროპა ახლავე არ მიიღებენ სასწრაფო შესაბამის ზომებს, მაშინ, მის საფასურს მარტო უდანაშაულო სირიელები კი არ აანაზღაურებენ, არამედ მთელი მსოფლიო. რაც შეეხება თურქეთს, მან ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რათა სირიაში მასიური ხოცვა-ჟლეტა შეაჩეროს“, ხაზს უსვამს ერდოღანი.

მისივე თქმით, 7 წელია რაც თურქეთი 3.5 მილიონ სირიელს უწევს მასპინძლობას, ხოლო ამის პარალელურად თურქეთი სამიზნე გახდა ისეთი ტერ ორგანიზაციებისა, როგორებიც არიან  DEAŞ-ი და PKK-ა, მაგრამ, მიუხედავად ამისა ანკარამ არც ჰუმანიტარული დახმარებები შეუმცირა სირიელებს და არც ანტიტერორისტულ ბრძოლა შეუნელებია. მანვე აშშ-ს, რუსეთს და ირანს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდათ.

„ბაშარ ასადი თავის მოკავშირეებთან ერთად მასიურ შეტევას ამზადებს იდლიბის პროვინციაზე, სადაც დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ერთი საიმედო თავშესაფარია იძულებით გადაადგილებული სირიელებისთვის. ასადის რეჟიმი თავდასხმას ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროებით ამართლებს. აქ არ უნდა შევცდეთ: არც ერთი სხვა ქვეყანა არ აცნობიერებს ამგვარ საჭიროებას თურქეთზე უკეთესად, რომელმაც დიდი ზიანი მიიღო ტერაქტების სახით მას შემდეგ, რაც სირიაში კონფლიქტის შედეგად რეგიონში საფრთხის გავრცელება დაიწყო. დაუშვებელია ტერორიზმთან ბრძოლის სახელით უდანაშაულო ხალხის მსხვერპლად მოტანა. ეს მხოლოდ წარმოშობს ტერორიზმის ახალ კერებს. “DEAŞ“-ის აღმავლობა სწორედ რომ სირიაში მომხდარის შედეგია და არა მიზეზი. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაკავოს ამგვარი ძალადობა, რათა ტერორიზმი არ გაძლიერდეს“, აღნიშნულია ერდოღანის სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები