ჩავუშოღლუ ბუქარესტშია

იგი რუმინელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდება

ჩავუშოღლუ ბუქარესტშია

 

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამ ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს ვერნერ იოჰანისმა მიიღო.

ჩავუშოღლუ ბუქარესტში თურქეთ-რუმინეთ-პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიზნით არის ჩასული და ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს რუმინეთის ხელმძღვანელებთანაც რა, ამ ეგიდით იგი ამ ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ ლივუ დრაგნიამაც მიიღო.

ამ შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ რუმინეთ-თურქეთ-პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, თეოდორ მალესკანუ, მევლუტ ჩავუშოღლუ და იაჩეკ გზაპუტოვიჩი პრეზიდენტმა იოჰანისმა მიიღო რა, განიხილეს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.

შუადღის შემდეგ სამი ქვეყნის დიპლომატები პირისპირ შეხვედრას გამართავენ და  ივლისში, ბრიუსელში ჩატარებული ნატოს სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხებს განიხილავენ, ხოლო ამის პარალელურად ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე უსაფრთხოების პრაქტიკებზე ურთიერთ აზრებს გაცვლიან.



მსგავსი ინფორმაციები