თეირანის სამიტიდან დაბრუნების დროს ერდოღანმა თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

თეირანის სამიტიდან დაბრუნების დროს ერდოღანმა თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

თეირანის  სამიტიდან დაბრუნების დროს ერდოღანმა თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის იდლიბის რეგიონზე განსახორციელებელი სამხედრო ოპერაცია შესაძლოა მორიგ ჰუმანიტარულ დრამად და ახალ მიგრაციის ტალღად გადაიქცეს რა, ამის საფასური თურქეთმა არ უნდა გადაიხადოს. მან ამის შესახებ 7 სექტემბერს ირანის დედაქალაქ, თეირანში გამართული მორიგ სამთა სამიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით,  იდლიბის საკითხთან დაკავშირებით დადებითი შედეგების მიღების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების სჯერათ. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თითქოს და იდლიბში ქიმიური იარაღი უნდა იქნეს გამოყენებული, ამდაგვარი განცხადებების გაკეთება ერთგვარი მიზეზია. „ეს არ არის სწორი მიდგომა თითქოს და მარტო ქიმიური იარაღის საშიშროება არსებობს, იგნორირება ჩვეულებრივი იარაღით გამოწვეული სიკვდილიანობაზეც უნდა გაკეთდეს. ამ საკითხში,  რუსეთს დიდი პასუხისმგებლობა აქვს“, განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აშშ, სირიაში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა,  YPG-ს მიმართ გატარებული პოლიტიკით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მთავრობა, სირიაში განვითარებულ მოვლენებზე მხოლოდ ტრიბუნიდან თვალყურის დევნებით  შემოიფარგლება. პრეზიდენტის თქმით,  აშშ-მ მემბიჯს საკითხთან დაკავშირებით მათზე მიცემული  სიტყვა არ შეასრულა და ზემოთ ხსენებულ ტერ ორგანიზაციას ნავთობით ამარაგებს.   ერდოღანმა სირიაში მოქმედ მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი მკაცრად უარჰყო. მან ისიც აღნიშნა, რომ 14 სექტემბერს სტამბოლში, თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ, რომელსაც შემდეგ აღნიშნული ქვეყნების ლიდერთა სამიტიც მოჰყვება. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ისიც განაცხადა, რომ გერმანიაში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მორიგ პირისპირ შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის და ჩინეთის მხრიდან „ვოსტოკ 2018“ სახელწოდების სამხედრო წვრთნებში,  თურქეთიც არის მიწვეული, რომლის დეტალებზეც თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ისაუბრა და აღნიშნა: „მიწვევის მიმართ შეფასებები კეთდება. აღნიშნული წვრთნების საზღვაო ეტაპი დაწყებულია, რომელსაც აშშ-ს მხარეც ახლოდან აკვირდება, ამიტომ იგი ძალიან მნიშვნელოვანია“.



მსგავსი ინფორმაციები