თეირანის სამიტი უცხოურ მედიაში

თეირანის სამიტი უცხოურ მედიაში

თეირანის სამიტი უცხოურ მედიაში

7 სექტემბერს ირანის დედაქალაქ, თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით გამართულ მორიგ სამთა სამიტს, რომელსაც თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტები ესწრებოდნენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, იდლიბთან დაკავშირებით „ჰუმანიტარულ კრიზისზე“ ყურადღების გამახვილებას უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თურქეთის, ამ საკითხთან დაკავშირებით  ადამიანურ დამოკიდებულებას, როგორც დასავლურ ასევე არაბულ მედიაშიც ვრცელი შეფასებები მოჰყვა. ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტ“-მა ერდოღანის სიტყვები ასე გამოაქვეყნა: „იდლიბზე თავდასხმები დიდი კატასტროფით დასრულდება“. ინგლისურმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“- მა კი „მკვლელობებს კუთხიდან უნდა ვადევნოთ თვალი“? ინგლისურ ტელეარხ,  BBC-იმ ერდოღანი გამოსვლა ასე გააშუქა: „ჩვენ არ გვსურს იდლიბი სისხლის გუბეებად გადაიქცეს“. ასევე ინგლისურ ტელეარხ,  Sky News-მა სამიტის გაშუქების დროს აღნიშნა, რომ იდლიბში განსახორციელებელი თავდასხმებიდან ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად, თურქეთია შეშფოთებული. ფრანგული გაზეთი „ლე მონდ“-ი თეირანის სამიტს ასე აფასებს: „თეირანის სამიტის წარუმატებლად დასრულების შემდეგ იდლიბში უკუთვლა დაიწყო“.

გერმანულმა გაზეთმა „დოიჩლანდფუნკ“-მა პრეზიდენტ ერდოღანის სამიტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნაზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ იმ შემთხვევაში თუ სირიის რეჟიმი იდლიბზე თავდასხმას განახორციელებს, რეგიონი სისხლის გუბეებად გადაიქცევა.  ჰოლანდიურმა სამთავრობო გაზეთ,  „NOS“-მა აღნიშნა, რომ ირანმა და რუსეთმა იდლიბის ასაღებად სამხედრო ოპერაციისთვის კარები ღია დატოვეს, მაგრამ თურქეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ითხოვს. რუსული გამოცემა „სპუტნიკი“ სამიტს ასე აფასებს:  „ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის საკითხი,  ასტანის პროცესის ფარგლებში სამშვიდობო ფორმატში უნდა მოგვარეს“.

7 სექტემბერს თეირანში გამართულ სამიტს არაბული მედიაც ეხმაურება.  ტელეარხი „ალ ჯაზირა“ ერდოღანის სიტყვებს ასე გადმოსცემს: „იდლიბში განვითარებულ მოვლენების მიმართ უმოქმედოდ ვერ ვიქნებით“. ერაყული სამთავრობო გაზეთი „საბაჰი“ აღნიშნავს, რომ ანკარა, რეგიონში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად პოლიტიკური გზების ძიებას გააგრძელებს. ლიბანის მედია კი სამიტზე ერდოღანის ახალი მიგრაციის საშიშროებაზე გამახვილებულ ყურადღებას უთმობს ადგილს.



მსგავსი ინფორმაციები