პრეზიდენტის პრესსპიკერმა აშშ-ს პროდუქციის ბოიკოტის გადაწყვტილება შეაფასა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაიმ ქალინმა, აშშ-ს პროდუქციის ბოიკოტის გადაწყვტილება შეაფასა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა აშშ-ს პროდუქციის ბოიკოტის გადაწყვტილება შეაფასა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაიმ ქალინმა, აშშ-ს პროდუქციის ბოიკოტის გადაწყვტილება შეაფასა.

გამართულ პრესკონფერენციაზე ქალინმა აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკის საძირკველი მყარია და ვითარება უკეთესობისკენ მიდის.

მისი თქმით, თურქეთი ეკონომიკური ომის მომხრე არ არის მაგრამ შემოტევის შემთხვევაში უმოქმედოდ გაჩერება წარმოუდგენელია.  

„მათ (აშშ) ერთი პასტორის გამო ურთიერთობები თითქოს მთლიანად გაწყვეტამდე მიიყვანეს, თურქეთის მსგავსი ქვეყნის დაკარგვამდე მივიდნენ, თურქეთის ლეგიტიმურ და სასწრაფო ორ მთავარ ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე (PKK და FETÖ) ამერიკის ხელისუფლების არც ობამას და არც ტრამპის ხელისუფლების მიერ დღემდე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა არ გვინახავს.“ -აღნიშნა იბრაიმ ქალინმა.

ამავდროულად იბრაიმ ქალინმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ხვალ კი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეფონით დაუკავშირდება.

პრესკონფერენციაზე ქალინი ასტანის მოლაპარაკებებსაც შეეხო და დასძინა, რომ სამმხრივი სამიტის სექტემბრის დასაწყისში თეირანში გამართვა იგეგმება.

ქალინმა ასევე აღნიშნა, რომ მანბიჯიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ტერორგანიზაცია   PYD/YPG-ს ელემენტებმა გასვლა დაიწყეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერორგანიზაციებში 2018 წელში 61 ადამიანი გაწევრიანდა და ეს ციფრი ყველაზე დაბალია ბოლო 30 წლის მანძილზე.



მსგავსი ინფორმაციები