თურქული დელეგაცია ამერიკაში შეხვედრებს მართავს

თურქულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სედათ ონალი, ხელმძღვანელობს

თურქული დელეგაცია ამერიკაში შეხვედრებს მართავს

ამერიკის შეერთებული შტატები საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰედერ ნაუერტმა, წერილობითი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სედათ ონალის, თავმჯდომარეობით თურქეთის 9 კაციან დელეგაციასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჯონ სალივანის, თავმჯდომარეობით ამერიკის დელეგაციას შორის ჩატარებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გაკეთებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია: „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჯონ სალივანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელჩს, სედათ ონალს შეხვდა. მხარეებმა (თურქეთში შინა პატიმრობაში მყოფ) პასტორ ბრანსონის ჩათვლით, ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.“

ვაშინგტონში მყოფ 9 კაციან თურქულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სედათ ონალი, ხელმძღვანელობს.

დელეგაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროში დილის საათებში გამართული პირველი შეხვედრა დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა.

თურქულ დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს სამ-სამი წარმომადგენელი.

თურქული დელეგაციის შეხვედრებს ვაშინგტონში თურქეთის ელჩი, სერდარ ქილიჩიც, ესწრებოდა.


საკვანძო სიტყვები: დელეგაცია , აშშ , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები