ქუშადასის ღია წყლებში ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა

აიდინის დაბა ქუშადასის ღია წყლებში ნავი ჩაიძირა, რომელზეც არარეგულარული მიგრანტები იმყოფებოდნენ

ქუშადასის ღია წყლებში ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა

აიდინის დაბა ქუშადასის ღია წყლებში ნავი ჩაიძირა, რომელზეც არარეგულარული მიგრანტები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ოთხის გადარჩენა კი მოხერხდა.

რეგიონში ნავის გადაბრუნების შესახებ შესული ინფორმაციის შემდეგ სანაპირო დაცვის წარმომადგენლები რეგიონისკენ გაემართნენ. ასევე გაგზავნილი იქნა სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

პირველადი მონაცემებით, გადაბრუნდა ნავი, რომელზეც მყოფი 13 ადამიანი არალეგალური გზებით ცდილობდა საზღვარგარეთ გასვლას. მათგან 9 დაიღუპა და მათ შორის ბავშვიც. 4 ადამიანი კი გადაარჩინეს.

სანაპირო უსაფრთხოების დაცვის სახმელეთო და საზღვაო ჯგუფები რეგიონში სამძებრო სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.


საკვანძო სიტყვები: ნავი , მიგრანტები , ქუშადასი , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები