ვიცეპრეზიდენტმა პირველი ვიზიტი ჩკთრ-ში განახორციელა

“ანკარა კვიპროსელ თურქებს ბედის ანაბარა არ მიატოვებს“

ვიცეპრეზიდენტმა პირველი ვიზიტი ჩკთრ-ში განახორციელა

 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა კვიპროსელმა თურქებმა ის ტანჯვა-წამება აღარ ნახონ, რაც მათ დაინახეს 1974 წლამდე, ხოლო ამის პარალელურად ყველანაირ ძალისხმევასაც გამოიჩენენ, რათა კვიპროსის პრობლემა  სამართლიანად და საბოლოოდ მოგვარდეს.

ვიცეპრეზიდენტი  20 ივლისის სამშვიდობო პროცესის დაწყების 44 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ეწვია და იგი მიიღო რა კვიპროსელი თურქების ლიდერმა მუსტაფა აქინჩიმ, მასთან საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა არასოდეს ბედის და ბერძნების ანაბარა არ მიატოვებს კვიპროსელ თანამოძმეებს და ყოველთვის მათ გვერდით იდგმებიან.

თურქი სტუმარი და მისი თანმხლები დელეგაცია მიიღეს ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარემ ტებერრუკენ ულუჩაიმ და პრემიერმინისტრმა ტუფან ერჰურმანმა



მსგავსი ინფორმაციები