გლობალური პერსპექტივა 29

​​​​​​​FETÖ-დედამიწის დამპყრობი ორგანიზაცია

გლობალური პერსპექტივა 29

გლობალური პერსპექტივა 29.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

FETÖ-დედამიწის დამპყრობი ორგანიზაცია

წინა პროგრამაში, 15 ივლისის მოვლენები და თუ რა იყო FETÖ, ამ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება. ასევე აღვნიშნეთ, რომ  FETÖ-მ მის დაქვემდებარებაში მყოფების მიმართ დიდი დრო და  აღმზრდელობითი ჯაფა  დახარჯა.   

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

FETO- ს ორგანიზების მეთოდი

საიდუმლო და „წმინდა“ რწმენის რეფორმირების შემდეგ, FETÖ, ამ რეფორმების გავრცელების მიზნით თავის წევრებს სხვა ქვეყნებში  აგზავნიდა. იმ ქვეყნებში მათი საქმიანობა, როგორც თურქეთში პირველ წლებში იქცეოდნენ, ისე იქცევიან.  ისინი პირველად იმ ქვეყნებში სკოლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა სახის  ორგანიზაციების ჩამოყალიბებით საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობენ. ამ პროცესს ორი მთავარი მიზანი გააჩნია. პირველი იმ ქვეყნის საზოგადოება მათ დაჯგუფებაში შეიერთონ და შემდეგ ისინი იმ ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ დაწესებულებებში დაასაქმონ.  ამით ფარულად იმ ქვეყნის მმართველობას იგდებენ ხელში. თუ დააკვირდებით FETÖ-ს სკოლებში განათლება მიღებული ახალგაზრდობა, იმ ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებში, პოლიციის სამმართველოში, პრემიერმინისტრის და  პრეზიდენტის ადმინისტრაციებში და სხვა კრიტიკულ პოსტებზე არიან დასაქმებულნი. ბევრ შემთხვევაში ამ ყველაფერს FETÖ ფარულად ახერხებს და როცა გამოაშკარავდება მათი ნამდვილი სახე, უკვე გვიანი ხდება.

FETÖ მხოლოდ თურქეთისთვის არის საფრთხე?

FETÖ-ს ქმედებებს და მათ იდეოლოგიას თუ გადავხედავთ და დავაკვირდებით, ყველასათვის ნათლად იქნება გასაგები, რომ FETÖ მხოლოდ თურქეთისთვის არ არის საფრთხე.  მათ მსოფლიოს მასშტაბით 170 ქვეყანაში ჰყავთ წევრები. მათი ნამდვილი სახის დანახვა შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა სახელწოდებებით სხვადასხვა ფორმაში გვხვდებიან. ეს ქვეყნები ძირითადად მუსლიმანური ქვეყნები არ არიან. მას შემდეგ, როცა თურქეთმა ამ ტერ ორგანიზაციის ნამდვილი სახელ გამოავლინა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ სხვა ქვეყნებისთვის უფრო სახიფათონი არიან. იმ ქვეყნებს ვისაც არ სურს, რომ მსგავსი ტრაგედია გადაიტანოს რაც 2016 წლის 15 ივლისს თურქეთმა გადაიტანა, შესაბამისი ზომები დროულად უნდა მიიღონ.

FETÖ-ს  საფრთხე დასრულდა?

რამდენიმე წლის წინ დღევანდელ დღეს ვერ წარმოვიდგენდით.  FETÖ-ს ყველაზე დიდი ძალა ის გახლავთ, რომ ადამიანების კეთილი გრძნობების გამოყენება ძალიან კარგად გამოსდით და მათ მხარდაჭერას უცხადებენ. მაგრამ, ახლა  ყველასათვის ნათელია მათი ნამდვილი სახე, თუ საკუთარი მიზნებისთვის რა სახის არალეგალურ  ქმედებებს ჩადიოდნენ. თურქეთისა და თურქი ხალხის მიერ გადადგმულმა ზეადამიანურმა  ძალისხმევამ, აღნიშნული ტერ ორგანიზაციის მხრიდან  სხვა ქვეყნებისათვის დიდი ზიანის  მიყენება შეაჩერა. ასე რომ,  შეიძლება ითქვას,  ამჟამად ამ ტერ ორგანიზაციას გადატრიალების მცდელობა, ანდა  სისტემის შეცვლის ძალა, აღარ გააჩნია. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ყოველგვარი ცუდის ჩადენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ შეუძლიათ. პენსილვანიიდან მართულ რობოტებს, იმ ქვეყანებში, სადაც   FETÖ ჯერ კიდევ მოქმედებს, საჭიროების შემთხვევაში ყველა უბედურებას ჩაიდენენ.  მაგალითად შეიძლება დავასახელოთ,  თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების მცდელობა და მის ფარგლებში  რუსეთის ელჩის ანკარაში, ანდრეი  კარლოვის ფეტოს წევრის მიერ მოკვლა. მსგავსი საშიშროება მხოლოდ თურქეთისთვის არ არსებობს, არამედ ყველა იმ ქვეყანასაც ემუქრება, სადაც ისინი მოქმედებენ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სხვის მხრიდან მართული მკვლელი რობოტების ამოცნობა, არც თუ ისე ადვილია, რადგან ერთი შეხედვით ისინიც ჩვეულებრივ ადამიანებს ჰგვანან. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ასევე ამ მოწამლული რობოტების, რომლებიც ამერიკიდან იმართებიან, მათ გამოსასწორებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ექიმების და რელიგიური პირების ერთად მუშაობაა საჭირო.  ფეტოს წევრებს სხვადასხვა ქვეყნების უშიშროების სამსახურებთან და სხვა დაწესებულებებთან შერწყმულად მუშაობის კარგი უნარიც აქვთ. ამიტომ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ფეტოელებს იყენებენ, ჰგონიათ, რომ ყოველთვის მათ დაემორჩილებიან,  მაგრამ ცდებიან.  ასე, რომ თურქეთი და მთელი მსოფლიო რეჯეფ თაიფ ერდოღანს უნდა უმადლოდეს, რადგან ასეთი სახიფათო ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ მტკიცედ დადგა და მათ წინაშე მარტოდ-მარტო იბრძვის, წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები