ნატოს სამიტი გრძელდება

ერდოღანი დღესაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

ნატოს სამიტი გრძელდება

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის მეორე დღის დატვირთული გრაფიკი აქვს. პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე წევრი ქვეყნების პრეზიდენტების და პრემიერმინისტრების მონაწილეობით  განსახორციელებელ მესამე სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ კი იტალიის პრემიერმინისტრ, ჯუზეპე კონტეს შეხვდება. ერდოღანმა  ნატოს სამიტზე, ავღანეთის შესახებ გამართულ სხდომაში მიიღო  მონაწილეობა რა შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ბოსნია და ჰერცოგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს ბოსნიურ წევრ, ბექირ იზზეთბეგოვიჩთან გამართა შეხვედრა. ბრიუსელში მყოფი ერდოღანი დღეს ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს ბულგარეთის პრეზიდენტ, რუმენ რადევს, ავღანეთის პრეზიდენტ, ეშრეფ განის და საბერძნეთის პრემიერმინისტრ, ალექსის ციპრასს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტი ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება.



მსგავსი ინფორმაციები