ერდოღანის ინაუგურაცია 9 ივლისს შესდგება

მას 17 ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება

ერდოღანის ინაუგურაცია 9 ივლისს შესდგება

 

საპრეზიდენტო სისტემაზე გადასულ თურქეთში 24 ივნისის არჩევნებში გამარჯვებული რეჯეპ თაიპ ერდოღანის ინაუგურაცია 9 ივლისს შესდგება და მასში 17 სახელმწიფოს მეთაური, ათობით სახელმწიფოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

17 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს შორის არიან ვენესუელას, ყაზახეთის, მაკედონიის, გვინეას, სომალის, ზამბიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, საქართველოს, მაკედონიის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, უკრაინის და პაკისტანის პრეზიდენტები.

ფიცის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ერდოღანი სტუმრების საპატივსაცემოთ მიღებას გამართავს.

10 ივლისიდან იგი იქნება საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასული თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი და მას გაძლიერებული უფლებამოსილებები ექნება



მსგავსი ინფორმაციები