აქტუალური თემის ანალიზი 26.2018

ერდოღანის გამარჯვება და თურქეთის საგარეო პოლიტიკა

აქტუალური თემის ანალიზი 26.2018

აქტუალური თემის ანალიზი 26.2018

ერდოღანის გამარჯვება და თურქეთის საგარეო პოლიტიკა

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

თურქეთმა 24 ივნისს როგორც პრეზიდენტი ასევე პარლამენტი აირჩია. არჩევნების შედეგებით, რომელსაც მსოფლიო საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდებოდა, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ხმების 52,6%-ით პირველივე ტურში ახალი სისტემის პირველი პრეზიდენტი გახდა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის და ეროვნული მოძრაობის პარტიის მიერ შექმნილმა რესპუბლიკურმა ალიანსმა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თურქეთის არჩევნების შედეგებით ახალ სისტემაზე გადასვლა ფაქტიურად განხორციელდა. არჩევნებში ქვეყნის შიგნით მონაწილეობის დონემ 87% შეადგინა და მას მსოფლიო საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს. არჩევნებში თურქეთისა და რესპუბლიკური ალიანსის გამარჯვება, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის „გაგრძელებას“ ნიშნავს.   

ბოლო პერიოდში თურქეთი საგარეო პოლიტიკაში აქტიურ და პროაქტიურ მიდგომას ამჟღავნებს და თურქეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მრავალ ღერძიანი პოზიციით მოქმედებს. ერთის მხრივ ნატო-ს მოკავშირეებთან, მეორეს მხრივ რუსეთთან და ირანთან ერთად მოქმედი თურქეთი, ამავდროულად ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, აზიასა და აფრიკაში ეფექტურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. თურქეთის ეფექტური საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებს შორისაა ჰუმანიტარული დახმარება და თავდაცვის მრეწველობა. მსოფლიოში სიდიდით მე-13 ეკონომიკის მქონე თურქეთი ჰუმანიტარულ დახმარების გამწევ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. თურქეთს, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე აშშ მოჰყვება. თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოები მის მიერ ადამიანის დაფასების დონის გამომხატველია.      

მეორეს მხრივ, თურქეთის მიერ თავდაცვის მრეწველობაში გადადგმული ნაბიჯები, თურქეთის საგარეო პოლიტიკაში შესრულებულ მნიშვნელოვან როლის ასახავს. თურქეთის მიერ პაკისტანისთვის ვერტმფრენ ATAK-ის მიყიდვა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისათვის ჯავშანტრანსპორტიორების მიყიდვის შესაძლებლობა და ამავდროულად საკუთარი წარმოების შეიარაღებულ  და უიარაღო საჰაერო აპარატებზე მოთხოვნები, თურქეთის ტექნოლოგიური მიღწევების მაჩვენებელია. 

24 ივნისის არჩევნების შედეგები, თურქეთის ჰუმანიტარული საქმიანობისა და თავდაცვის მრეწველობის თაოსნობით, საგარეო პოლიტიკაში მიდგომის გაგრძელებისათვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს. თურქმა ხალხმა სინამდვილეში სომალელი გაჭირვებული ადმიანების დახმარების „გაგრძელებას“ დაუჭირა მხარი.

თურქეთის არჩევნების შედეგები ამავდროულად ტერორიზმთან ბრძოლისათვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ ტერორგანიზაცია დეაშ-ის თურქეთის საზღვარზე განადგურების შემდეგ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-თი აფრინის რეგიონი ტერორგანიაცია YPG/PKK-სგან გაწმინდეს. PKK-ს ერაყიდან თურქეთამდე მისული მომარაგების ხაზების გადაჭრის და ტერორგანიზაციის ცენტრის, კანდილის რეგიონის, მთლიანად გაწმენდისათვის წარმოებული „მტკიცე ოპერაცია“ არჩევნების შედეგებით შესაძლოა ვთქვათ, რომ იქედან გაგრძელდება, სადაც შეჩერდა. თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტში გამოცხადებული ახალი დოქტრინის ფარგლებში ტერორგანიზაციებთან ბრძოლა თურქეთის საზღვრებით არ შემოიფარგლება და საზღვრის მიღმაც გაგრძელდება. ახალი დოქტრინის ასპექტში ჩატარებული და მიმდინარე 3 ოპერაციით ამავდროულად თურქეთის საზღვრებში ტერორისტების მოქმედებები დიდწილად შემცირდა. ტერორის წყაროს განადგურება თურქეთში ტერორის განადგურებას ისახავს მიზნად.

მეორეს მხრივ, თურქეთის აშშ-თან განსაზღვრული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტერორგანიზაცია YPG მანბიჯის რეგიონს დატოვებს და ნატო-ს ორი მოკავშირე მანბიჯის რეგიონში ერთად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და სამოქალაქო მმართველობას. 24 ივნისის არჩევნებამდე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ამოქმედებული სამოქმედო გეგმა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის პირველ ტურში ახალი სისტემის პირველ პრეზიდენტად არჩევის შედეგად შეუფერხებლად გაგრძელდება. ასევე შესაძლებელია ვთქვათ, რომ სირიაში დაძაბულობის განსამუხტავად და მშვიდობისათვის საფუძველის მოსამზადებლად თურქეთის, რუსეთის და ირანის  გარანტორობით შექმნილი ასტანის პროცესი თურქეთის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. ამგვარად, ის რომ არჩევნების შემდეგ თურქეთში გაურკვევლობა არ მოხდა და სტაბილურობა გაგრძელდა, თურქეთთან დადებული ყველაა შეთანხმებისათვის დადებითი მოვლენაა. 



მსგავსი ინფორმაციები