გამარჯვებულმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

“არჩევნების გამარჯვებული დემოკრატია და ეროვნული ნება გახდა“

999097
გამარჯვებულმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი, გუშინდელ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ანკარაში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შენობის აივნიდან მოსახლეობას სიტყვით მიმართა და თქვა, რომ არჩევნების გამარჯვებული დემოკრატია და ეროვნული ნება გახდა.

მისივე თქმით, თურქმა ხალხმა გაკვეთილი ჩაუტარა მათ, ვისაც სურდა რომ თურქეთი მუხლებზე დაეჩოქა.

ახალი საპრეზიდენტო სისტემის გამარჯვებულმა და ამ სისტემის პირველმა პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე თქვა, რომ  ერისთვის მიცემულ დაპირებებს შეასრულებს და ამ მიზნით დღეიდანვე დაიწყებს დაუღალავ მუშაობას.

“მმართველობის ახალ სისტემაზე გადასვლისათვის მუშაობა უმეტესწილად დასრულებულია. სანამ ინაუგურაცია მოხდება, მანამდის კიდევ ერთხელ გადავხედავთ და უფრო სრულყოფილს გავხდით მას. ფიცის დადების შემდეგ ახალ მთავრობას შევქმნით და დავიწყებთ დაპირებული ვალდებულებების შესრულებას. თურქეთს დასაკარგი ერთი წუთიც არ აქვს, ამიტომაც, დღე და ღამე ვიმუშავებთ“, აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა, რომ ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ  ხმა მისცა რა სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა დემოკრატიამ, ერის ნებამ, ხალხმა, სამართალმა.

ანტიტერორისტულ ბრძოლაზე საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ქურთი სეპარატისტების, ფეტოელების  და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ შეუწყვეტლივ გააგრძელებენ.

„ჩვენ ტერორისტებისგან გავათავისუფლებთ ასევე სირიის ტერიტორიებს, რათა თურქეთში თავშეფარებულმა სირიელმა ლტოლვილებმა შეძლონ თავიანთ კერებში მშვიდობიანი და უსაფრთხო დაბრუნება. ჩვენი გამარჯვება მთელს მსოფლიოში დაჩაგრულების გამარჯვებაც არის და ჩვენ გავაგრძელებთ მათ თანადგომას და დახმარებას“, ხაზი გაუსვა ერდოღანმა

 



მსგავსი ინფორმაციები