იბრაჰიმ ქალინმა TRT World-ს ინტერვიუ მისცა

იბრაჰიმ ქალინმა TRT World-ს ინტერვიუ მისცა

996653
იბრაჰიმ ქალინმა TRT World-ს ინტერვიუ მისცა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნების მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთში ვადამდელი არჩევნები ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაინიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება. მან ამის შესახებ,  თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT World-თან  ინტერვიუს დროს განაცხადა. “ზოგიერთი გარემოებები ვადამდელი არჩევნების ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დანიშვნის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ რაც, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. თურქეთის ეკონომიკის ზრდის ციფრები ყველასათვის ნათელია. გასულ წელს თურქეთის ეკონომიკა 7,4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ქვეყნის ეკონომიკა  გარე გავლენით დროდადრო მერყეობს მაგრამ, თურქეთის ეკონომიკა ძლიერია და ამ ყველაფრის ადვილად გადალახვა შეუძლია. როგორც მოგეხსენებათ ვადამდელი არჩევნები ოპოზიციური პარტიის მოთხოვნით დაინიშნა და არა მმართველი, რომელსაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი“, განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.


საკვანძო სიტყვები: #იბრაჰიმ ქალინი , #TRT World , #ინტერვიუ

მსგავსი ინფორმაციები