გლობალური პერსპექტივა 23

საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო სისტემა

გლობალური პერსპექტივა 23

გლობალური პერსპექტივა 23.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო სისტემა

თურქეთი 24 ივნისს 32-ე საპარლამენტო და პირველ საპრეზიდენტო სისტემის არჩევნებს ჩაატარებს. პირველ რიგში სამართლიანობის და განვითარების (AKP) და ნაციონალისტური მოძრაობის  (MHP) პარტიებს შორის ჩამოყალიბებული „რესპუბლიკური“ ალიანსი,  ამომრჩევლებს იმის შესახებ აწვდიან ინფორმაციას  თუ როგორ უნდა მოაგვარონ საპრეზიდენტო სისტემებით პრობლემები, ხოლო მეორე  „სახალხო“ ალიანსში შემავალი პარტიები კი ამომრჩეველს უცხადებენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში  საპარლამენტო სისტემას დააბრუნებენ.

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო სისტემას ეწინააღმდეგებიან, ხალხის მიერ ეს სისტემა უკვე დამტკიცებულია კიდეც. ახალ სისტემაზე 24 ივნისის არჩევნების შემდეგ ოფიციალურად უნდა იქნეს გადასული.   ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი სიტემის შესახებ არანაირი გამოცდილების არ ქონისა მიუხედავად მის წინააღმდეგ გამოსვლა მართლაც და გაუგებარია. უფრო მეტიც სიტემა რომელიც ამჟამად მოქმედებს და ოპოზიციური პარტიები უკან დაბრუნებას ითხოვენ, 140 წელია არის და ამ ხნის განმავლობაში მრავალი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით.

რა თქმა უნდა, არსებობს ქვეყნები, სადაც საპარლამენტო სისტემა კარგად არის გამოყენებული. მაგრამ თურქეთის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ  თუ რამდენი პრობლემა შეუქმნა საპარლამენტო სისტემამ. 

1961 წლის კონსტიტუციით ჩამოყალიბებული  სამხედრო და სასამართლო ბარიერი და მის მიერ გამოწვეული პრობლემები  რომლებიც საზოგადოების მხრიდან არანაირ  ზედამხედველობას არ ექვემდებარებოდა, ყველას კარგად ახსოვს. სიკვდილით დასჯილი პრემიერმინისტრი და მინისტრები, მუქარის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები და პრეზიდენტის არჩევის დროს პარლამენტში შექმნილი პრობლემების მსგავსი მრავალი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან კარგად ახსოვს. თუნდ საარჩევნო სისტემა ან კიდევ თურქეთის არაკეთილმოსურნეების მხრიდან ყოველთვის ზეწოლის განხორციელება, ერთგვარ პოლიტიკურ კრიზისებს იწვევდა. ასევე,  მოკლევადიანი მთავრობები  და ქვეყნის უფსკრულამდე მიყვანა ჯერ კიდევ ყველას კარგად ახსოვს. იმ პერიოდის კონსტიტუციით ჩამოყალიბებული  სისტემის ნარჩენები დღეს კიდევ გვხვდება სხვადასხვა სფეროში.

იმ შემთხვევაში თუ თურქეთი თავისი სურვილის მიხედვით ვერ იმოქმედებს, საშინაო  თუ საგარეო არაკეთილმოსურნენი და გლობალური მოთამაშეები  ყველა სფეროში თავიან ზეგავლენას მოახდენენ.  წარსულში არსებული პრობლემები შიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ AKP-ს მმართველობის პერიოდში  მივიწყებას მიეცა. ეს ყველაფერი სისტემიდან გამომდინარე კი არ მომხდარა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ გამონაკლისია.

როგორც ისლამურ სამყაროში ასევე დასავლურ ქვეყნებში ორი ძირითადი პრობლემა, ხალხის მიერ არჩეულის პოლიტიკაში არ ასახვა და  ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ  დემოკრატიული გზით დაკავებული  თანამდებობის არ დატოვებაა. თურქეთში რეფერენდუმით დამტკიცებულ საპრეზიდენტო სისტემაში საპრეზიდენტო კანდიდატებს ასარჩევად ხმების 50+1% ესაჭიროებათ,  ანუ მათი ბედი მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ახალი სისტემის მხარდამჭერები შეიძლება ფიქრობდნენ ნეტა სწორად მოვიქეცითო?  ეს ხედვა იმაზე მითითებს, რომ თითქოს და თაიფ ერდოღანი ყოველთვის მთავრობაში უნდა დარჩეს. ერდოღანის მსგავს ძლიერ ლიდერებს საპარლამენტო სისტემის დროსაც არ ჰქონდა მთავრობაში უმრავლესობით მოსვლის პრობლემა. მაგრამ თუ თურქეთის პოლიტიკურ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი რომელიმე პარტიის სისტემურად გამარჯვება არავის ახსოვს.  AKP-ს თუ გადავხედავთ შეიძლება ითქვას, რომ ეს ერდოღანის პირადი წარმატებაა. ამჟამინდელ მმართველ პარტიას თუ გადავხედავთ მისი ამომრჩევლის მეშვეობით საპარლამეტო სისტემაში ისედაც შეეძლო მთავრობის სათავეში მოსვლა. მაგრამ, თურქეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არაკეთილმოსურნეების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ქმედებების, უფრო სწრაფი და  დემოკრატიული მმართველობის გამო სისტემის შეცვლა აუცილებელი გახლდათ. ამ თვალსაზრისით AKP-მ მისთვის რთული მაგრამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ახალი სისტემის მიხედვით თურქეთის პოლიტიკის მმართველი არა პოლიტიკოსები,  არამედ, ხალხია. ამიტომ,  სანამ ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებს რომელიმე პარტია,  მას როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის გატარების უფლებაც არ ექნება. ახალი სისტემით პოლიტიკური დაბრკოლებები უკვე აღმოიფხვრება. ამიტომ, ამის შემდგომი პრობლემები არა სისტემური არამედ, მისი აღსრულებიდან გამომდინარე შიძლება წარმოიქმნეს. 

ამ მიზეზით, ოპოზიციამ მიუხედავად წარსულის გამოცდილებისა იმ სისტემაში დაბრუნება კი არ უნდა იფიქროს, არამედ ახალ სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი წვლილის შეიტანოს

წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.

  



მსგავსი ინფორმაციები