აქტუალური თემის ანალიზი 23.2018

თურქეთსა და ამერიკას შორის მანბიჯის თაობაზე მიღწეული შეთანხმება

აქტუალური თემის ანალიზი 23.2018

აქტუალური თემის ანალიზი 23.2018

თურქეთსა და ამერიკას შორის მანბიჯის თაობაზე მიღწეული შეთანხმება

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

თურქეთსა და აშშ-ს შორის ბოლო წლებში სხვადასხვა საკითხებზე დაძაბულობა წარმოიქმნა. განსაკუთრებით, აშშ-ის მიერ ფეტო-ელთა გადატრიალების მცდელობის შემდეგ პენსილვანიაში მყოფი ტერორგანიზაციის ლიდერის ფეტულა გიულენის არ გადმოცემა და PKK-ს სირიის განშტოება YPG-ს ღია მხარდაჭერა და მოკავშირედ გამოცხადება, ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. თურქეთის ტერორთან ბრძოლის ახალი დოქტრინის ფარგლებში ჩატარებულმა ოპერაცია „ევფრატის ფარმა“ და ოპერაცია „ზეთისხილის რტომ“, დამატებული ასტანის პროცესის ფარგლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ იდლიბის რეგიონში შექმნილმა 12-მა სადამკვირვებლო პუნქტმა, რეგიონში თურქეთის გავლენა გაზარდა. თურქეთის ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მეშვეობით ტერორგანიზაცია YPG-ს მნიშვნელოვანი ბაზებიდან ერთ-ერთის ტერორიზმისგან გაწმენდამ თურქეთს ზურგი გაუმაგრა მანბიჯის საკითხში.

მანბიჯი, სირიის რევოლუციის პირველ წლებში თავისუფალი სირიის არმიამ აიღო, 2014 წელში დეაშ-მა დაიკავა. 2016 წელში კი აშშ-ს წინამძღოლობით საერთაშორისო კოალიციამ YPG-ს მთავარი ხერხემლის, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მანბიჯის რეგიონში ოპერაცია დაიწყო. თურქეთის პროტესტის და გაფრთხილების შემდეგ, აშშ-მა თურქულ მხარეს დეაშ-ის რეგიონიდან გაძევების შემდეგ YPG-ს მილიტანების ისევ ევფრატის აღმოსავლეთში გადასვლისა და რეგიონის ადგილობრივი არაბული ელემენტების მიერ გაკონტროლების პირობა მისცა. ამერიკელი უფლებამოსილების მიერ YPG-ს მანბიჯიდან გასვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, YPG-ს რეგიონი არ დაუტოვებია. ასევე აშშ-ს მიერ მანბიჯის რეგიონისათვის შექმნილი მანბიჯის სამხედრო საბჭოს ზურგს უკან YPG დგას. მიუხედავად იმისა, რომ მანბიჯის სამხედრო საბჭო ოფიციალურად დამოუკიდებელია, მას პირდაპირ PKK-ს მიერ დანიშნული ჯემილ მაზლუმი და ისმაილ დერიკი მართავენ. ამასთანავე რეგიონიდან ჟურნალისტები იუწყებიან, რომ PKK/YPG რეგიონის სკოლებში საკუთარი იდეოლოგიის პროპაგანდას ეწევა.

მანბიჯის რეგიონისთვის თურქეთის პოზიცია ასევე გააძლიერა ადგილობრივი ხალხის YPG-ს მმართველობით უკმაყოფილებამ. მანბიჯის რეგიონიდან YPG-ს ძალადობას გამოქცეულმა ათასობით ადამიანმა ოპერაცია „ევფრატის ფართი“-თ გათავისუფლებულ რეგიონებს შეაფარა თავი. ამასთანავე მანბიჯის რეგიონში თემებმა და ადგილობრივმა ხალხმა YPG-ს მიერ ახალგაზრდების იძულებით თავიანთ რიგებში წაყვანისა და წამების ფაქტების გამო ბევრი საპროტესტო აქცია გამართა. მანბიჯში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო  საიდუმლო მოძრაობამ ალ-კიამმა, რომელიც თავდასხმებით YPG-ს მილიტანებს კლავს.  

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შემდეგ თურქეთის მანბიჯის თაობაზე განცხადებებმა და სამზადისმა, ამერიკელ და თურქ უფლებამოსილებს შორის დიპლომატიური აქტიურობის დაწყება გამოიწვია. ამერიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის რექს ტილერსონის თურქეთში ვიზიტის დროს მანბიჯის საკითხზე შესათანხმებლად და საერთო გზის მოსაძებნად თურქეთ-ამერიკის ერთობლივი ჯგუფი შეიქმნა. ტილერსონის თანამდებობიდან გადაყენებით პროცესი შეჩერდა, თუმცა მაიკ პომპეოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ იგი ისევ გაგრძელდა. თურქეთი და აშშ ერთობლივი ჯგუფის მიერ შექმნილ 3 ეტაპიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც YPG მანბიჯის რეგიონს დატოვებს, თურქეთი და აშშ აქ ერთობლივ კონტროლს უზრუნველყოფენ და მანბიჯის რეგიონის ადგილობრივებისაგან ახალი მმართველობა შეიქმნება.

თურქეთსა და აშშ-ს შორის მანბიჯის საკითხზე შეთანხმებას ნატოს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირების და თანამშრომლობის გაძლიერების პოტენციალი აქვს, თუმცა სამოქმედო გეგმისთვის, რომელშიც რამდენიმე პუნქტია განსაზღვრული და ორმხრივი ურთიერთობებისთვის დიდი გამოწვევაა. სამოქმედო გეგმის არ განხორციელების შემთხვევაში ანუ YPG-ს მილიტანების მანბიჯიდან არ გასვლის შემთხვევაში, ორმხრივ ურთიერთობებში ახალი კრიზისი შეიქმნება. ამასთანავე ორ ქვეყანას შორის გადასაწყვეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელი ორგანიზაციები და პირები არიან კავშირში PKK/YPG-სთან. მაგალითად, მანბიჯის სამხედრო საბჭო აშშ-ს განცხადების მიხედვით მთლიანად დამოუკიდებელია, თუმცა იგი პრაქტიკულად პირდაპირ კანდილიდან იმართება. კიდევ ერთი პრობლემაა YPG-ს ევფრატის აღმოსავლეთში არსებობა. თურქეთის კუთხით მანბიჯის სამოქმედო გეგმა მოდელად უნდა იქცეს და YPG-ს მიერ კონტროლირებად რეგიონებზე უნდა გავრცელდეს, რადგანაც ტერორგანიზაცია YPG-ს ევფრატის აღმოსავლეთში არსებობა საფრთხეს უქმნის თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. აშშ კი შესაძლოა მანბიჯის სამოქმედო გეგმის ევფრატის აღმოსავლეთზეც გავრცელების წინააღმდეგ წავიდეს. განსაკუთრებით აღმოსავლეთ სირიაში YPG-ს მიერ კონტროლირებადი ნავთობის საბადოების კუთხით შესაძლოა აშშ-ს ამგვარი სცენარის განხორციელება არ მოუნდეს.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუსა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მანბიჯის საკითხზე შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობებისთვის დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა სამოქმედო გეგმის განხორციელება და მანბიჯის შემდგომი პერიოდი დიდი გამოცდა იქნება თურქეთ-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. 


საკვანძო სიტყვები: სირია , მანბიჯი , აშშ , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები